ამონარიდები

გასამართლება ქრისტიანობისთვის – „ექსტრემალური ღვთისმსახურება“

მადაგასკარის დედოფალს, რანავალონა პირველს, სძულდა თავის ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები. ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას მათ მიმართ, ხოლო ქრისტიანებს სძულდათ მისი კერპები, ყოველთვის ლოცულობდნენ, ეკლესიაში დადიოდნენ, მათი ქალები კი უმწიკვლობით გამოირჩეოდნენ. დედოფალმა ოფიცრები გაგზავნა ყველა ქრისტიანის სასამართლოში მოსაყვანად.

„დამნაშავეთა“ სია თექვსმეტი ათასს შეადგენდა. ისინი არ აპირებდნენ ბრალდების უარყოფას, რადგან ესმოდათ, რომ ამის გაკეთება ქრისტეს უარყოფას ნიშნავდა. დედოფალმა მეორედ მისცა მათ შესაძლებლობა, უარი ეთქვათ ქრისტეზე და კერპებისთვის ეცათ თაყვანი. ამაზე ყველამ ერთხმად განაცხადა უარი. ისინი ბნელ, ჭუჭყიან საკნებში ჩაყარეს და მრავალი მათგანი  სიცოცხლეს გამოასალმეს. დედოფლის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ერთი მოკლულის ადგილას ოცი ქრისტიანი ჩნდებოდა.

მოგვიანებით, დედოფალმა თხუთმეტ ქრისტიანს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. 150 მეტრის სიმაღლის კლდიდან უნდა გადაეყარათ სიკვდილმისჯილნი. დედოფლის კერპები კლდის თავზე დადგეს, თოკმობმული ქრისტიანები კი კლდიდან ჩაუშვეს. „ქრისტეს ემსახურებით, თუ დედოფლის ღმერთებს?“ – ეკითხებოდნენ ჯარისკაცები კლდეზე გადაკიდულ მორწმუნეებს. ყველა ქრისტიანმა მარტივად უპასუხა: „ქრისტეს.“ თოკები გადაჭრეს და ქრისტიანები ხრამში ჩაყარეს. ზოგიერთი ქრისტიანი სიკვდილს სიმღერით ეგებებოდა. ერთი გოგონა შეურაცხადად მიიჩნიეს და გაათავისუფლეს. მოგვიანებით მან დიდი ეკლესია დააარსა.

ეჭვმიტანილი მრავალ ქვეყანაში უდანაშაულოდ მიიჩნევა ბრალის დამტკიცებამდე, რადგან ითვლება, რომ პიროვნების დამნაშავედ გამოცხადებამდე საჭიროა უფრო მეტი მტკიცებულება. ქრისტეს რწმენა მთავრობის შეურაცხყოფაა იმ სახელმწიფოში, სადაც მართლმსაჯულება უსამართლოა.

მორწმუნეებს დანაშაულის დამტკიცებამდე დამნაშავეებად მიიჩნევენ. იმისათვის, რომ ადამიანი სასამართლოს წინაშე გამართლდეს, სასამართლო დარბაზში უნდა უარყოს ქრისტე, თუმცა ეს ბრალდება ზეციური სასამართლოს დარბაზში გამარჯვებას ნიშნავს. „ექსტრემალური დანაშაულია“  ქრისტეს რწმენა. ეს ისეთ ბრალდებად ითვლება, რასაც ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნი!  დღეს რომ სასამართლოს წინაშე წარგადგინონ ქრისტიანობის გამო, იპოვის თუ არა სასამართლო თქვენი  ქრისტიანობის დამადასტურებელ   საკმარის „მტკიცებულებებს“?

About the author

ნატალია ჩიქოვანი

Leave a Comment