მაიკ პენსი: „ პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა, ისევე როგორც მე.”

0

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რწმენის როლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ პრეზიდენტი ტრამპი მორწმუნეა ისევე, როგორც მე.”

CBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენსმა აღნიშნა, რომ ის და დონალდ ტრამპი მადლობელნი არიან იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევანგელური ქრისტიანებისგან იღებენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპის გული მადლიერებითაა სავსე, ჩვენი ქვეყნის ევანგელური ქრისტიანების გამო. უნდა გითხრათ რომ ყველაზე სასიამოვნო სიტყვები, რაც მე და პრეზიდენტს მოგვისმენია,  არის ამ ადამიანების მიერ ხელის ჩამორთმევისას ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსმა ასევე დაადასტურა, რომ ისიც და პრეზიდენტი ტრამპიც, ერთგული მიმდევრები არიან ქრისტიანული რწმენისა და მათ ადმინისტრაციაში ლოცვას დიდი ადგილი უკავია.

„ მე პრეზიდენტთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთდ ვიყავი ოვალურ კაბინეტში, როდესაც მათ ითხოვეს, შეჩერებულიყვნენ და ლოცვისთვის გამოეყოთ დრო, რაზეც პრეზიდენტი მაშინვე სიამოვნებით დათანხმდა. მეც და დონალდ ტრამპიც მორწმუნეები ვართ და ორივეს კარგად გვესმის, რამდენად დიდია რწმენის როლი ჩვენი ერის  ცხოვრებაში. ვფიქრობ, ამერიკელი ხალხისთვის გამამხნევებელი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც ეთანხმება, პატივს სცემს და აფასებს რწმენისა და რელიგიის მნიშვნელობას ჩვენს ოჯახებში საზოგადოებასა და სახელმწფოში. ”

წყარო

  • 140
    Shares