ნავიგაცია
ახალი ამბები
ათეისტური ჯგუფი დონალდ ტრამპს უჩივის

ათეისტური ჯგუფი დონალდ ტრამპს უჩივის

რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულების გამო, ვისკონსინის შტატში დაფუძნებულმა ათეისტურმა ჯგუფმა, „თავისუფლება რელიგიური საფუძვლებისგან”(The Freedom from Religion Foundation), სარჩელი შეიტანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ , რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.

მათი მტკიცებით, ბრძანება არაკონსტიტუციურია, რადგან იგი რელიგიურ ორგანიზაციებს აძლევს შეღავათებს მაშინ, როდესაც საერო ჯგუფებმა კვლავ მკაცრად უნდა დაიცვან კანონი.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რელიგიური თავისუფლების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს. განკარგულების თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ აშკარად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ჩაებან პოლიტიკურ პროცესებში.

აღნიშნული განკარგულებით უქმდება ე.წ. „ჯონსონის შესწორებანი“, რომლის თანახმადაც, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათები გაუქმდებოდა, თუ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ.

წყარო