ნავიგაცია
ახალი ამბები
აღდგომის დღესასწაული ერაყელი ქრისტიანებისთვის და ოცნება სახლში დაბრუნებაზე

აღდგომის დღესასწაული ერაყელი ქრისტიანებისთვის და ოცნება სახლში დაბრუნებაზე

კვირას ასობით ერაყელი ქრისტიანი შეიკრიბა მოსულის ჩრდილოეთით მდებარე ისლამური სახელმწიფოს მიერ დაზიანებულ, თელ ესქოფში მდებარე ეკლესიაში და 2014 წლის შემდეგ პირველად აღნიშნა აღდგომა.

კვირას სამლოცველოში გუნდის გალობა  არამეულ ენაზე ისმოდა.

დასასრულისთვის ფრანგული ჯგუფის (SOS Chretiens d’Orient)  მიერ შიდა ეზოში დარიგდა გამაგრილებელი სასმელები და ფერადი კვერცხები.

თელ ესქოფი იმდენად არ დაზიანებულა მებრძოლების მიერ, რამდენადაც სხვა ქრისტიანული ქალაქები ნინევეში.  ისლამურმა სახელმწიფომ ადგილობრივ ქრისტიანებს ულტიმატუმი წაუყენა: გადაიხადეთ გადასახადი და მოექეცით ისლამზე ან მოკვდით მახვილით. ბევრმა მათგანმა ამას თავი დააღწია ქურთულ რეგიონში გადასვლით.

350-ზე მეტი ოჯახი დაბრუნდა თელ ესქოფში, რომელიც ოქტომბრიდან უკვე უსაფრთხო რეგიონად მიიჩნევა, რადგან ამერიკის მხარდაჭერით ქურთულმა და ერაყულმა ძალებმა დაიწყეს შეტევები მოსულიდან მებრძოლების გასაძევებლად და ამავე დროს დაიბრუნეს ათობით სოფელი და ქალაქი.

მართალია ბევრისთვის თელ ესქოფი არ წარმოადგენს მშობლიურ სახლს, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში.

მედელეინ როუფაელი, 70 წლის ქვრივი, ჯერაც ელოდება მოსულში დაბრუნებას.

„მადლობა, ღმერთს!”- ამბობს ის – „ღმერთმა ქნას, სახლში მალე დავბრუნდეთ.”

„ვნატრობ მშვიდობას ერაყის, სირიისა და ლიბანისათვის და  მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის. ” – თქვა ეკლესიის დიაკვანმა ოზ ჰერმეზმა.

 

წყარო