ნავიგაცია
ახალი ამბები
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი: „ქრისტიანობა ადამიანთა ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.”

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი: „ქრისტიანობა ადამიანთა ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს.”

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით აღნიშნა ქრისტიანობის მნიშვნელოვანი როლი ადამიანთა ცხოვრებაში. სააღდგომო მილოცვაში ტერეზა მეი ამბობს: „ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ქრისტიანობა ადამიანთა ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. ჩვენ კვლავაც უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათ აქვთ საკუთარი რწმენის შესახებ ლაპარაკის უფლება და ეს ქრისტიანობასაც გულისხმობს.”

მან ასევე აღნიშნა ის, რომ ბრიტანელები უნდა გაუფრთხილდნენ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებსა და სიტყვის თავისუფლებას.

პრემიერ-მინისტრი ამ მიმართვით მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას სწორედ მაშინ, როდესაც ბრიტანელი ქრისტიანები რწმენაზე ლაპარაკის გამო თავს უხერხულად გრძნობენ. გასულ თვეს ბრიტანეთის სასამართლომ ბიბლიის საჯაროდ ქადაგების გამო, ორი მქადაგებელი დაადანაშაულა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.

ასევე გასულ თვეს დასაქმების ტრიბუნალის მოსამართლემ გააკრიტიკა ქრისტიანი ექთანი, რომელმაც პაციენტებთან თავის რწმენაზე საუბრის გამო დაკარგა სამსახური. მოსამართლემ თქვა, რომ ადამიანებმა არ უნდა დაიწყონ თავიანთ რწმენაზე საუბარი მანამ, სანამ სხვა არ დასვამს კითხვას რწმენის შესახებ.

გასულ წელს, სასამართლომ საცხობის მფლობელებსაც დასდო ბრალი იმაში, რომ უარი თქვეს გამოეცხოთ ტორტის გამოცხობაზე, რომელსაც ჰომოსექსუალისტების მხარდამჭერი წარწერა ექნებოდა.

დამოუკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ 2010 წელს მიღებული ბრიტანეთის თანასწორობის აქტმა ადამიანის უფლებები იარაღად აქცია რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ.

პრემიერმა ამ სააღდგომო მილოცვით გამოხატა რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევათა მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ტერეზა მეი ანგლიკანი სასულიერო პირის შვილია და ყოველთვის აღნიშნავს, რომ თავისი გადაწყვეტილებები თავისივე ქრისტიანულ რწმენიდან გამომდინარეობს. 2014 წელს მან საინფორმაციო სააგენტოსთან BBC განაცხადა: „რწმენა ჩემი ნაწილია და ის მასწავლის, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ამა თუ იმ საკითხის მიმართ.“

წყარო