ნავიგაცია
ახალი ამბები

გაერო: 2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა

2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიღუპა, იუწყება გაერო თავის ახალ მოხსენებაში. ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მონაცემებით, გასულ წელს 650-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ომში. კიდევ ასობით ბავშვი დაავადებისგან გარდაიცვალა, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელი იყო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში.

იუნისეფის მოხსენება სირიის კონფლიქტის დაწყების 6 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

გასულ კვირას ორგანიზაციამ „გადავარჩინოთ ბავშვები” განაცხადა, რომ სირიელი ბავშვები „ტოკსიკურ სტრესს“ განიცდიან, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ფსიქოლოგიურის.

იუნისეფის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 851 ბავშვი გახდა იძულებული, რომ საომარ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

წყარო: http://www.npr.org