გაყიდული ბილეთების მცირე რაოდენობის გამო ყოველწლიური ათეისტური ყრილობა ჩაიშალა

0

გაყიდული ბილეთების მცირე რაოდენობის გამო მესამე ყოველწლიური ათეისტური ყრილობა აღარ ჩატარდება. კონფერენციის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ყრილობაზე დასასწრები ბილეთების მხოლოდ მცირე რაოდენობა გაიყიდა.

ისეთი სპიკერის მოწვევამაც კი, როგორიც რიჩარდ დოკინსია, ვერ გააძლიერა ადამიანების  ინტერესი კონფერენციისადმი. ვფიქრობ, რომ ეს უბრალო კულტურული ახირებაა „ახალი ათეიზმის” სახელწოდებით.

ათეიზმი, ფაქტობრივად, არის დეპრესიის გამოვლინება მათთვის,  ვისაც არ აქვს  მყარი საფუძველი, ცხოვრების მიზანი და აზრი,  მორალი, დანიშნულება და ლოგიკაც კი.  ის ცდილობს, ადამიანებს  დააჯეროს ისეთი წარმოუდგენელი რამ, როგორიც არის სამყაროს შემთხვევით, თავისთავად შექმნა.  ეს ჰგავს სიბნელიდან თავის დაღწევის მცდელობას, რომლის დასასრულიც კვლავ სიბნელეა.

ათეისტებს ახარებთ მორწმუნე ადამიანების „უვიცობა“. ისინი ღიად გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას მშობლების მიმართ, რომლებიც შვილებს რწმენით ზრდიან და გვთავაზობენ საკუთარ ახსნა-განმარტებას, თუ რამდენად გამოუსადეგარია ღვთის რწმენა.

ამ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით გთავაზობთ  ანგლიკანი რექტორის, დოქტორ მაიკ ჯენსენის, შეხედულებას:

„როგორც მორწმუნე ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ  საზოგადოების მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის საჭიროა  ღია და გულწრფელი დისკუსიები, სადაც ფუნდამენტურ ღირებულებებზე იქნება საუბარი. საყოველთაო ათეისტური კონფერენცია კი მისაღები უნდა იყოს, რადგან რამდენადაც მეტს ფიქრობენ ადამიანები  ღმერთისა და ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტად  იმეცნებენ თავიანთი არსებობის მიზანს. ეს კი უკეთეს ადამიანებად გვაქცევს.  ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ჩატარდეს კონფერენციები, სადაც თეისტები და ათეისტები ღმერთის არსებობის და არარსებობის თემაზე დებატებს გამართავენ.” 

თარგმანი: ანა ხუბაშვილი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

წყარო

  • 35
    Shares