„დაე, იყოს ნათელი“ − ახალი ქრისტიანული ფილმი კინოეკრანებზე

0

2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკის კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდა ახალი ფილმი, სახელწოდებით „დაე, იყოს ნათელი“ (Let There Be Light), რომელმაც უკვე ჰპოვა ბევრი დადებითი გამოხმაურება, წერს გამოცემა The Christian Post. 

ფილმი მოგვითხრობს დოქტორ სოლ ჰარკენზის ამაღელვებელი ისტორიის შესახებ. ის გახლავთ ცნობილი მწერალი, რომელიც თავისი უმცროსი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ თავის ცხოვრებას ათეიზმს მიუძღვნის. თავისი ქარიზმისა და ღმერთის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის გამო ის სახელსა და დიდებას მოიპოვებს, თუმცა არაფერს შეუძლია მისი ტკივილის გაყუჩება. ის ნელ-ნელა ალკოჰოლზე ხდება დამოკიდებული, რაც მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. დოქტორი სოლი სრულიად განცალკევდება თავისი ყოფილი მეუღლისა და ორი უფროსი შვილისგან და საბოლოოდ, ხვდება ავტოკატასტროფაში, რომლის შემდეგაც, ოთხი წუთის განმავლობაში, კლინიკურ სიკვდილს განიცდის. შემდეგ სასწაულებრივად უბრუნდება სიცოცხლეს. ეს ოთხი წუთი ცვლის მის შეხედულებას ცხოვრებაზე. სოლი იწყებს ცხოვრების აზრის ძიებას.

„ძალიან ძლიერი ფილმია! ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი წარმოდგენაა სახარებისა, რაც კი ფილმებში მინახავს. ის აუცილებლად უნდა ნახოთ“, ამბობს ცნობილი მახარებელი, ფრანკლინ გრემი, ფილმის შესახებ.

ფილმის პროდიუსერია Fox News-ის წამყვანი შონ ჰენინგი, ხოლო მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ კევინ სორბო („ღმერთი არ მომკვდარა“), რომელიც, ამავდროულად, ფილმის რეჟისორიც გახლავთ და მისი ცოლი სემ სორბო.

წყარო