მსოფლიო

დონალდ და მელანია ტრამპები ლოცვის ეროვნულ დღეს გამართულ ღვთისმსახურებას დაესწრნენ

დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, კვირას, 3 სექტემბერს, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმ. იოანეს ეპისკოპალურ ეკლესიაში ღვთისმსახურებას დაესწრნენ.

ტრამპმა გასული კვირა დღე ტეხასსა და ლუიზიანაში ქარიშხლით დაზარალებულთათვის ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. თავის ოფიციალურ განცხადებაში მან „ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანს“ მოუწოდა ქარიშხლით დაზარალებულთათვის ლოცვის აღვლენისკენ.

თეთრმა სახლმა კონგრესს დაზარალებულთათვის 7.9 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

წყარო