ევროკავშირი მხარს არ უჭერს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას

0

ევროკავშირი მხარს არ უჭერს ტრამპის მიერ წამოჭრილ საკითხს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი იერუსალიმის სტატუსის შესახებ ადრე მიღწეული საერთაშორისო კონსენსუსის მომხრე რჩება.

„თქვენ იცით ევროკავშირის პოზიცია. ჩვენი აზრით, კონფლიქტის ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა იქნება ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის არსებობა, რომელთა დედაქალაქებიც იერუსალიმში მდებარეობს, 1967 წელს შეთანხმებული ხაზის შესაბამისად. ეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიციაა“, – განაცხადა მოგერინიმ  ისრაელის მთავრობის მეთაურთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, შეხვედრისას.

წყარო

  • 18
    Shares