ნავიგაცია
ახალი ამბები
„იესო ვირტუალური რეალობაში“ – ახალი ფილმი, რომლის საშუალებითაც მაყურებელი ქრისტეს ცხოვრების მონაწილე ხდება.

„იესო ვირტუალური რეალობაში“ – ახალი ფილმი, რომლის საშუალებითაც მაყურებელი ქრისტეს ცხოვრების მონაწილე ხდება.

ალბათ, გქონიათ სურვილი, თქვენი თვალით გენახათ, როგორ ესაუბრებოდა იესო სამარიტელ ქალს, დაგენახათ ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი კაცობრიობისთვის მოკვდა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ახლა ეს უკვე შესაძლებელია.

 „იესო ვირტუალურ რეალობაში“ არის ქრისტეს ცხოვრების ამსახველი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც გადაღებულია მთლიანად 4k 360°-ით, ვირტუალურ რეალობაში. ფილმი 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა სცენებს ასახავს.

ის საშუალებას აძლევს მაყურებელს, რომ იხილოს იესოს ცხოვრება ისე, რომ თავადაც მის მონაწილედ იგრძნოს თავი. მაყურებელს შეუძლია იჯდეს მსმენელთა შორის მთაზე ქადაგების დროს. ის არის მხილველი სასწაულებისა და ესწრება საიდუმლო სერობასა და ჯვარცმას.

„ყველაფერი დაიწყო დროში უკან დაბრუნებისა და იესო ქრისტეს ამბის ახლებური გზით მოთხრობის იდეით. მჯერა, რომ ეს ტექნოლოგია არის შესაძლებლობა იესო ქრისტესთან უფრო ახლოს ყოფნისა. შენ ხომ საშუალება გეძლევა, იარო იესოსთან ერთად, იჯდე და უსმენდე მის ქადაგებას; ეს მართლაც საოცარი თავგადასავალი იქნება. ფილმის გადაღებებისას ყველანი განსაკუთრებულად ვიმოსებოდით, მე დიდ წვერს ვატარებდი და ხალხის მასაში ვიყავი, ჩვენ მინიმალურად ვიყენებდით მონტაჟს, გვსურდა რომ ყველაფერი ძალიან რეალური ყოფილიყო მაყურებლისთვის. საიდუმლო სერობის სცენა 14 წუთის განმავლობაში გრძელდება და ერთ დუბლშია გადაღებული, მინდოდა მაყურებელს ჰქონოდა იქ, მოვლენების ცენტრში ყოფნის შეგრძნება. მონტაჟის დროს ვტიროდი, ვაცნობიერებდი, რომ ეს ახალი შანსი იყო ადამიანებისთვის, რომ წმინდა წერილი მათ თვალწინ ახლებურად გაცოცხლებულიყო“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა დეივიდ ჰენსონმა.

 

წყარო