კათოლიკური საავადმყოფო ვატიკანს ევთანაზიის უფლებას სთხოვს ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისათვის

0

ბელგიაში არსებულ კათოლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოთა ჯგუფს, შესაძლოა, მალე კათოლიკური იდენტობა ჩამოერთვას, თუ ის არ შეწყვეტს ევთანაზიის ჩატარებას ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისათვის პაპ ფრანცისკეს ბრძანების მიუხედავად, რომელმაც ამგვარი საქმიანობის შეწყვეტა ბრძანა.

ძმა რენე სტოკმანი, რომში დაარსებული „გულმოწყალების ძმების“ ხელმძღვანელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამოდის ევთანაზიის წინააღმდეგ და მან გასულ ზაფხულს უკვე გააფრთხილა ბელგიაში არსებული საძმო იმის შესახებ, რომ ეს ჯგუფი დაკარგავს უფლებას კათოლიკედ წოდებისა, თუ უარს არ იტყვის ევთანაზიის პოლიტიკაზე, რომელიც მან 2017 წლის მარტში მიიღო. გამოცემას The Wall Street Journal სტოკმანმა განუცხადა, რომ ჯგუფმა, შესაძლოა, დაკარგოს შენობა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის საკუთრებაა. მან თქვა, რომ ვატიკანი არ დაუშვებს კომპრომისს თავის პოზიციასთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ პაპმა ფრანცისკემ ღიად დაგმო ევთანაზია და დაიცვა კათოლიკური ეკლესიის პიზიცია სიცოცხლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით, ბელგიაში არსებულმა „გულმოწყალების ძმების“ (ბელგიაში ფსიქიატრიული დახმარების ყველაზე მსხვილი პროვაიდერი) საბჭომ 2017 წლის სექტემბერში  განაცხადა, რომ უფრო მეტად ქრისტიანული იქნება, თუ „გონებრივად უიმედოდ დასნეულებულ ადამიანებს“ მიეცემათ უფლება, თავად გადაწყვიტონ  სიცოცხლე სურთ, თუ სიკვდილი.

სათათბირო ამტკიცებს, რომ სიკვდილის შესახებ პაციენტის გადაწყვეტილება მის სინდისზე უნდა იყოს.

2002 წელს ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, უმეტესწილად კათოლიკეებით დასახლებულ ქვეყნებს შორის, რომელმაც დააკანონა ევთანაზია. მას შემდეგ ევთანაზიის შემთხვევები 2003-2015 წლებში 235-დან გაიზარდა 2022-მდე, წერს გამოცემა The Wall Street Journal. გასულ წელს, „გულმოწყალების ძმების“ საავადმყოფოს თორმეტმა პაციენტმა ითხოვა ევთანაზია. ორი მათგანის თხოვნა დაკმაყოფილდა.

„გულმოწყალების ძმების“ ჯგუფი ყოველ წელს ხუთი ათასამდე პაციენტს ემსახურება.

წყარო