ნავიგაცია
ახალი ამბები

კანადელი ექიმები უარს ამბობენ ევთანაზიის გაკეთებაზე

ათეულობით კანადელმა ექიმმა შეიცვალა შეხედულება ევთანაზიის შესახებ. ესენი ის ექიმები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სასიკვდილო ინექციებს უკეთებდნენ ადამიანებს.

ონტარიოს, სულ მცირე, ოცდაოთხმა ექიმმა ითხოვა, რომ მათი გვარები ამოეღოთ იმ ექიმების სიიდან, რომლებსაც მონაწილეობის მიღება სურთ მოკვდინების შესახებ კანადის სამედიცინო დახმარების კანონის განხორციელებაში (MAID –  Canada’s Medical Aid in Dying), რომელიც 2016 წლის ივნისში მიიღეს.

ჯეფ ბლეკმერმა, კანადის სამედიცინო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ზოგი ექიმი თავდაპირველად ფიქრობს, რომ ისინი პაციენტებს ტანჯვის დასრულებაში ეხმარებიან, მაგრამ შემდეგ სულ სხვა სინამდვილეს აწყდებიან.

ონტარიო ერთ-ერთია იმ პროვინციებს შორის, სადაც ჯერ კიდევ ხდება ამ მონაცემთა აღრიცხვა: დღეისათვის არსებობს 137 ექიმისგან შემდგარი ჩამონათვალი, რომლებსაც სურთ ევთანაზიაში მონაწილეობის მიღება. მათგან 107 თანახმაა, რომ პაციენტებს გაუკეთოს სასიკვდილო ინექცია ან გამოუწეროს სასიკვდილო აბები, დანარჩენი 30 კი მხოლოდ იმაზე თანხმდება, რომ პაციენტი შეამოწმოს და განსაზღვროს, ეკუთვნის თუ არა ევთანაზიის უფლება.

კანადის რამდენიმე საავადამყოფომ კატეგორიული უარი განაცხადა ევთანაზიაში მონაწილეობის მიღებაზე რელიგიურ შეხედულებათა გამო.

იმისათვის, რომ თვითმკვლელობაში დახმარების უფლება მიიღოს პაციენტმა, მას უნდა „მძიმე და განუკურნებელი დაავადება“ უნდა აწუხებდეს, ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად უნდა იტანჯებოდეს.

იურისტები ექიმებს ურჩევენ, რომ პაციენტის სიკვდილის დაგეგმვისას ისარგებლონ ექვსთვიანი ლოდინის წესით, მაგრამ კანონში ბევრი გაურკვეველი იურიდიული ასპექტია ისეთი პაციენტებისათვის, რომლებსაც ევთანაზიის უფლების მიღება სურთ.

„ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტ მღელვარებას იწვევს ექიმებში და ბევრს, უბრალოდ, დრო გაჰყავს“, თქვა ჯონათან რეფლერმა, კუნძულ ვანკუვერზე მომუშავე ექიმმა.

ალექს შადენბერგმა, ევთანაზიის გაუქმების კოალიციის დირექტორმა, განაცხადა, რომ ევთანაზიის აღსრულებაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა გასაკვირი არ არის.

„ვინმეს მოკვლა არ არის ადამიანის პიროვნების ბუნებრივი მახასიათებელი“, თქვა მან.

იმ ექიმებისთვისაც კი, რომლებსაც არ აქვთ ეთიკური პრობლემა ევთანაზიასთან დაკავშირებით, უჭირთ იმ პაციენტების სიკვდილის ყურება, რომლებსაც სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მხოლოდ რამდენიმე ექიმი იქნება ონტარიოსა და მთელ კანადაში, რომლებიც თანახმანი იქნებიან ევთანაზიის ჩატარებაზე, ხოლო დანარჩენი ექიმები იძულებულნი იქნებიან, რომ ყველა პაციენტი მათთან გაგზავნონ და საერთოდაც, არც ისე ბევრი ექიმია საჭირო ადამიანის მოსაკლავად“, თქვა ალექს შადენბერგმა.

წყარო: http://www.christianheadlines.com/