ლეგენდარული მახარებელი ბილი გრემი თავის 99-ე დაბადების დღეს აღნიშნავს

0

გუშინ, 7 ნოემბერს, მსოფლიოში ცნობილმა მახარებელმა, უილიამ ფრანკლინ გრემმა, რომელსაც ბილი გრემის სახელით ვიცნობთ, 99 წლის იუბილე აღნიშნა.

ბილი გრემმა თავისი ცხოვრება მილიონობით ადამიანისათვის სახარების ქადაგებას მიუძღვნა. „მთელი ოჯახი დიდად მადლიერი ვართ იმისა, რომ ის კვლავ ჩვენთან არის“, განაცხადა მახარებლის ვაჟმა, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტმა, ფრანკლინ გრემმა. „ის უწინდებურად კარგად აზროვნებს, მაგრამ კარგად ვეღარ ხედავს და ვეღარ ესმის. ვიცი, რომ მამაჩემი მადლიერია მათი, ვინც მისთვის ლოცულობენ და დაბადების დღეს ულოცავენ.“

ბილი გრემი ცნობილია, როგორც „პრეზიდენტების ხუცესი“. დაბადების დღე მას აზიაში მყოფმა,  აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მიულოცა ტვიტერის საშუალებით.

წყარო