ნავიგაცია
ახალი ამბები

ლეკრაე ეგვიპტეში – კოპტებსა და ამერიკელ ქრისტიანებს შორის არსებული დიდი განსხვავება

„გრემის“ მფლობელმა რეპერმა ლეკრაემ, რომელმაც გზა გაკვალა ქრისტიანული ჰიპ-ჰოპის მრავალ შემსრულებლისათვის, რადიო Sirius XM-ის ეთერში ისაუბრა ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ.

„მწამს, რომ სახარება შეიძლება იქცეს შთაგონებად ქრისტიანი რეპერებისთვის, მაგრამ დღეს ბევრი ამერიკელი ქრისტიანის აზროვნება არ ჰგავს აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა აზროვნებას. ამერიკელები უფრო მეტად ნაციონალისტები არიან, ვიდრე მორწმუნეები“, თქვა რეპერმა. „ეს კი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს აღძრავს. ამის გამო ქედმაღალნი, თავდაჯერებულნი ვხდებით და საკუთარ თავს სხვებზე მაღლა მდგომებად მივიჩნევთ. მადლია ერთადერთი განსხვავება ჩემსა და ვინმე სხვას შორის.“

ლეკრაემ რადიოს ეთერში ისაუბრა ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ, სადაც ის გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ იკრიბებიან სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ერთად. მან განაცხადა, რომ სურს მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იხილოს.

„გარკვეული დრო კაიროში გავატარე და ვნახე, როგორ დგანან ხელჩაკიდებულნი კოპტები და მუსლიმანები. მათ ერთობლივი შრომისა და ცხოვრების მდიდარი ისტორია აქვთ,“ თქვა ლეკრაემ. „მაგრამ, რამდენიც არ უნდა გადაიხადოთ, მსგავს რაიმეს ამერიკაში ვერ ნახავთ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობა იყოს, გაიდოს ხიდები ამ უაზრო ურთიერთდევნისა ნაცვლად.“

წყარო: http://www.christianpost.com