ნავიგაცია
ახალი ამბები
პერუს დედაქალაქში 2 000 ადამიანზე მეტი მოინათლა

პერუს დედაქალაქში 2 000 ადამიანზე მეტი მოინათლა

10 აპრილს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, ქალაქის სხვადასხვა ორმოცდაათიანული ეკლესიებიდან 2085 ადამიანი მოინათლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com ავრცელებს.

საერთო ნათლობისას, მონათვლის მსურველებმა შეკრებილთა წინ იესო ქრისტეს მიმართ საკუთარი რწმენა დაადასტურეს, შემდეგ კი 2085 ადამიანი წყალში ჩავიდა, სადაც ისინი ეპისკოპოსებმა და ეკლესიის მწყემსებმა მონათლეს.

პერუს ორმოცდაათიანული ეკლესიები გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო მისიონერულ მოძრაობა „Worldwide  Missionary Movement“-ში, ეს მისიონერთა მოძრაობაა, რომელსაც საფუძველი 50 წლის წინ პუერტო-რიკოში ჩაეყარა. ისინი საკუთარ მისიად მთელ მსოფლიოში ახალი ეკლესიების დაფუძნებას მიიჩნევენ,  ამ დროისათვის მოძრაობაში 60 ქვეყნის 6000-ზე მეტი  ეკლესია შედის.

  წყარო