ნავიგაცია
ახალი ამბები
რომის პაპი: „ევოლუციის თეორია არ ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ამბავს“

რომის პაპი: „ევოლუციის თეორია არ ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ამბავს“

ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიაში აფეთქების თეორიის შესახებ დისკუსია დაიწყო. პაპი ფრანცისკე აკადემიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით დიდი აფეთქებისa (Big Bang) და ევოლუციის თეორია არ ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ამბავს.

„როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სამყაროს წარმოშობის ამბავს, წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი არის ჯადოსნური ჯოხის მქონე ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის!… სიცოცხლის ციკლი გრძელდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე, მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში მანამ, სანამ სამყარო არ მივიდა იქამდე, როგორსაც დღეს ვხედავთ. ღმერთი არის სიცოცხლის საწყისი და არა ფილოსოფიურ მოძღვრებათა მოდელი, ან ჯადოქარი! ევოლუციის თეორია არ უპირისპირდება სამყაროს შექმნის ამბავს, რამდენადაც ღმერთმა შექმნა ამ პროცესის აუცილებელი მონაწილე – ადამიანი!..“

ბრიტანული Independent-ის ცნობით, კათოლიციზმი ცნობილია მეცნიერებასთან ბრძოლით. ამის ყველზე ნათელი მაგალითი კი გალილეო გალილეის კოცონზე დაწვაა, რადგან ერესად შერაცხეს მისი შეხედულება იმის შესახებ, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

აღსანიშნავია, რომ პაპი ფრანცისკის მოსაზრებები ეთანხმება პაპ პიუს XII-ის მოსაზრებებს, რომელმაც პირველად გამოთქვა თეორიები ევოლუციისა და დიდი აფეთქების შესახებ. იოანე-პავლე II-მ კი განაცხადა, რომ ევოლუცია არა ჰიპოთეზა, არამედ უკვე კარგად დამტკიცებული ფაქტი იყო.