საზერლენდ-სპრინგსი: ეკლესიაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

0

კვირას, 5 ნოემბერს, 26 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად ტეხასში, საზერლენდ-სპრინგსის „პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში“ (First Baptist Church). შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა მრევლს. ამ დროს ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ხუთიდან სამოცდათორმეტ წლამდე ასაკის ადამიანები.

მკვლელი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, მას ან პოლიციელმა ესროლა ან თავი მოიკლა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ის შეიარაღებულმა მოქალაქემ მოკლა.

თავდამსხმელი 26 წლის დევინ პატრიკ კელია, რომელიც 2014 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს აშშ-ს საჰაერო ძალებიდან თავის ცოლსა და შვილზე ძალადობის გამო.

წყარო

  • 18
    Shares