ნავიგაცია
ახალი ამბები
სომხეთში „ნოეს კიდობანს“ ააშენებენ

სომხეთში „ნოეს კიდობანს“ ააშენებენ

სომხეთში კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსის „ნოეს კიდობნის“ მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ფონდი „ავაშენოთ მთელმა ერმა“ ავრცელებს.

კომპლექსი აიგება მთის წვერზე, რომელიც არარატის მთას გადმოჰყურებს. მისი გარეგნული სახე და ზომები ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ბიბლიაშია აღწერილი. კიდობანი იქნება ბეტონის, ხოლო გარედან დაიფარება ხის მასალით, აცნობა ზემოხსენებულმა ფონდმა ახალი ამბების სააგენტოს NEWS.am.

კიდობანში 200 პავილიონი განთავსდება, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა სახელმწიფოს დროშები, გერბები და კულტურული ექსპონატები გამოიფინება. ასევე, იქნება გალერეა, ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზები. კიდობანში ასევე გამოიყოფა 40 ოთახი ტურისტებისა და მომლოცველების განსათავსებლად.

„კიდობანი მსოფლიოს შეახსენებს, რომ წარღვნის შემდეგ კაცობრიობამ განვითარება სომხეთიდან დაიწყო,“ – ნათქვამია ვებ-გვერდზე www.armedia.am გამოქვეყნებულ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კომპლექსი 2016 წელს აშშ-ში, კენტუკის შტატში უკვე გაიხსნა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. იხილეთ ვიდეო: