ნავიგაცია
ახალი ამბები
ტრამპი იერუსალიმს ეწვევა

ტრამპი იერუსალიმს ეწვევა

ტრამპი მიმდინარე წლის 22 მაისს თელავივს ეწვევა და შემდეგ ვერტმფრენით იერუსალიმში გაემგზავრება, სადაც სასტუმროში King David Hotel გაჩერდება. აშშ-ის პრეზიდენტის იერუსალიმსა და ბეთლემში ვიზიტისას უსაფრთხოებას პოლიციის 10,000-ზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმებისთვის ხელშეწყობას გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. მანამდე, მაჰმუდ აბასმა მზადყოფნა გამოთქვა, ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდეს.

პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასის განცხადებით, იგი მზადაა,  ისრაელის პრემიერ–მინისტრ  ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში შეხვდეს.

წყარო