უნდა უყურონ თუ არა ქრისტიანებმა დისნეის ახალ მულტფილმს − „კოკო“?

0

არაკომერციული ორგანიზაცია Focus on the Family (ყურადღების ცენტრში მოაქციეთ ოჯახი) ქრისტიანებს აფრთხილებს Disney Pixar-ის ახალი ფილმის, „კოკოს“ შესახებ.

შერილ ვილჰელმიმ, ორგანიზაციიდან Focus on the Family Pluggedin, განაცხადა, რომ ფილმი ასახავს „სულიერ მსოფლმხედველობას, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“.

„კოკო“ ყველაზე პოპულარულ ფილმად იქცა მადლიერების დღესასწაულზე და 71, 2 მლნ დოლარი მოაგროვა.

მულტფილმის მთავარი გმირი, მიგელი, დამწყები მუსიკოსია და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, შედის „მკვდართა სამყაროში“, რათა ამოხსნას საიდუმლო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაქრა მისი პაპა მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ.

„მიგელს სურს მუსიკალური კარიერის შექმნა, მაგრამ, თავდაპირველად, მან მკვდართა დღე უნდა აღნიშნოს“, განმარტა შერილ ვილჰელმიმ. მკვდართა დღე, რომელიც მექსიკაში ცნობილია, როგორც Dia de Muertos, გახლავთ კულტურული და რელიგიური ტრადიცია და აღინიშნება 1-2 ნოემბერს. ამ დღეებში ოჯახები ხშირად მიაგებენ პატივს თავიანთ გარდაცვლილ წინაპრებს და მათ საფლავებზე მიაქვთ საკვები, საჩუქრები და სურათები. ისინი მიიჩნევენ, რომ მკვდრები იღვიძებენ ამ დროის განმავლობაში და საზოგადოების ნაწილი ხდებიან, რათა თავიანთ ოჯახებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ზეიმში.

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ამ დღის აღნიშვნა ერთგვარი „ქრისტიანული რელიგიაა“ და ლოიალურია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიმართ, რომლის სწავლებამაც გარკვეული ადაპტაცია განიცადა ლათინურ-ამერიკულ კულტურასთან შერწყმის შედეგად.

ქრისტიანული საგანმანათლებლო ვებგვერდი Got Questions ამტკიცებს, რომ ფილმი სრულიად არაბიბლიურია და ამისათვის მოჰყავს ციტატა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან: „ განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?“ (ესაია 8:19)

მულტფილმში ასევე ჩანს აცტეკების რწმენის გადმონაშთები, რომლებსაც სწამდათ მკვდართა თაყვანისცემის.
„სწორედ ამიტომ, მიუხედავად მულტფილმის სილამაზისა და შთამბეჭდავი მომენტებისა, ის წარმართულ მსოფლმხედველობას ავრცელებს, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ რწმენას“, დასძინა შერილ ვილჰელმიმ.

წყარო

  • 15
    Shares