ნავიგაცია
ახალი ამბები

ფრანკლინ გრემმა ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი ქრისტიანები მოინახულა

ცნობილი მახარებლის ბილი გრემის ვაჟმა და ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტმა ფრანკლინ გრემმა რამდენიმე წუთის წინ თავისი ფეისბუკის გვერდზე დაწერა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანე დევნილებთან სტუმრობისა და მომავალი აღდგომის შესახებ:

„დღეს ახლო აღმოსავლეთში ვიყავი და მოვინახულე დევნილთა ბანაკი, სადაც, დაახლოებით, 5 ათასი ქრისტიანი ცხოვრობს. ამ ადამიანებმა ისლამისტების ხელიდან ისეთი ტანჯვა გადაიტანეს, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. შევხვდი მონაზონს, რომელიც  იძულებული გახდა გაქცეულიყო მონასტრიდან, სადაც ცხოვრობდა და მსახურობდა. ისლამურმა სახელმწიფომ მონასტრის კედლებზე დატოვა წარწერები: „თქვენ გიყვართ სიცოცხლე. ჩვენ გვიყვარს სიკვდილი.“ „ჩვენ თქვენი სისხლის დასალევად მოვედით.“

წითელი პარასკევის გახსენებისას ამ რეგიონის ქრისტიანებიც უნდა გავიხსენოთ, რომლებიც რწმენის გამო იტანჯნენ ან სიცოცხლე გაიღეს. ათასობით და ათი ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა, რადგან ისინი იესო ქრისტეს სახელს ატარებდნენ. იესო გაამათრახეს, აწამეს, ჯვარს მიალურსმეს ქვეყნიერების ცოდვების გამო, ყველა ჩვენი ცოდვის გამო, რომლებიც მან სამარხში ჩაიტანა.

ჩვენ, ქრისტიანები, მოველით აღდგომის კვირას, როცა ვდღესასწაულობთ უფლის აღდგომას. ის აღდგა სამარხიდან და ის ცოცხალია დღეს. ის მთელი კაცობრიობის იმედია. ის ქვეყნიერების მხსნელია.

წმინდა წერილი ამბობს: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად“ (1 პეტრე 1:3).“

წყარო