ნავიგაცია
ახალი ამბები

ყოფილი სატანისტის მოქცევა ქრისტიანობაზე

ჯეიკობ მაკკელვიმ, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, როგორც ჯეიკობ ნოუ (Jacob No), დიდი როლი ითამაშა „ლუციფერიანთა“ ჯგუფის გაერთიანებასა და ლუციფერიანული ეკლესიის დაარსების საქმეში.

2017 წლის 5 თებერვალს, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ, ჯეიკობ მაკკელვიმ და მისმა ცოლმა ლუციფერიანთა ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტეს.

CBN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, მაკკელვი ჰყვება იმის შესახებ, რომ სატანიზმში მას შემდეგ ჩაეფლო, რაც თავისი და გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა.

„მე დავიბადე და გავიზარდე მორმონების ოჯახში და ვიცოდი, ვინ იყო იესო, ვინ იყო ღმერთი და რაკი მათ ჩემი და წაიყვანეს, გადავწყვიტე, სიბნელის მხარეს გადავსულიყავი. უიმედობამ და უძლურების შეგრძნებამ ბნელისკენ მიმიზიდა. ლუციფერიზმი ეუბნება ადამიანს, რომ ის საკუთარი თავის ღმერთია და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მასზე“, განმარტა მაკკელვიმ.

ჯეიკობ მაკკელვის ამბავი არის ღვთის მადლის, სიყვარულისა და ხსნის ისტორია.

მაკკელვის მიერ დაარსებულმა სატანისტურმა ეკლესიამ 2015 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო ფუნქციონირება ჰიუსტონში.

იმ უბანში მცხოვრები ქრისტიანები აპროტესტებდნენ სატანისტური ეკლესიის გახსნას, მაგრამ ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის (Spring First Church) ხუცესმა, რობერტ ჰოგანმა, მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სატანისტური ეკლესიის გახსნის გაპროტესტება თუ უნდოდა ვინმეს, სჯობდა ეს არა ქუჩაში, არამედ ლოცვის მეშვეობით გაეკეთებინათ.

2016 წლის აგვისტოში მაკკელვი მივიდა იმ ქრისტიანულ ეკლესიაში და მოითხოვა ხუცეს ჰოგანთან შეხვედრა. შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მაკკელვიმ მოინანია. დღეს ჯეიკობ მაკკელვი იმედოვნებს, რომ მისი ისტორია ბევრ ადამიანს აღუძრავს სურვილს, რომ ღმერთის გზას დაადგნენ და იცხოვრონ ქრისტესთვის.

„მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შორს ხართ ღმერთისგან. ყოველთვის არის სახლში დასაბრუნებელი გზა“, ამბობს ის.

მაკკელვი დღეს სხვადასხვა ეკლესიაში ამოწმებს თავის ისტორიას – ღვთის სიყვარულის ძალის გამოვლინებას.

მაკკელვის მიერ დაარსებულმა სატანისტურმა ეკლესიამ კი არსებობა შეწყვიტა.

წყარო: http://www1.cbn.com