ჩრდილოეთ კორეაში შობის ნაცვლად კიმ ჩენ ინის ბებიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

0

ჩრდილოეთ კორაში 25 დეკემბერს შობის ნაცვლად კიმ ჩენ ინის ბებიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. კიმ ჩენ სუკი კომუნისტური რესპუბლიკის დამაარსებლის კიმ ირ სენის პირველი ცოლი იყო. მიიჩნევა, რომ ის 1917 წელს, შობის დღესასწაულზე დაიბადა.

კიმ ჩენ ინის ბებიის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივმა მედიამ კიმ ჩენ სუკის შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ კიმ ირ სენის ცოლი „შესანიშნავად ისროდა და მის მიერ მოკლული მტრების რაოდენობას ცარიელი ვაზნებით ითვლიდნენ”.

კიმ ჩენ სუკის საპატივსაცემოდ ფხენიანმა საიუბილეო მონეტები მოჭრა და საფოსტო მარკები დაბეჭდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში შობის ნაცვლად თავისი ბებიის დაბადების დღის აღნიშვნის განკარგულება ოფიციალურად გასულ წელს გასცა. ჩენ სუკი იაპონიის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელიც, მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა.

ჩენ სუკი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში „რევოლუციის წმინდა დედად“ მოიხსენიებენ, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. 1949 წელს მოსახლეობას მისი საფლავი აჩვენეს და განაცხადეს, რომ ის მოკვდა. მას შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები კიმ ჩენ ინის ბებიის საფლავზე ყოველწლიურად დადის.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შობისადმი სიძულვილი 2014 წელსაც გამოამჟღავნა, როდესაც გაიგო, რომ სამხრეთ კორეა საზღვართან გრანდიოზული ნაძვის ხის აღმართვას აპირებდა. ამის გამო ის სამხრეთ კორეას ომითაც კი დაემუქრა.

შობის აღნიშვნა ჩრდილოეთ კორეაში 1950 წლიდან იკრძალება.

წყარო

  • 11
    Shares