„ხსნის არმიის“ 21 წლის მსახური მოკლეს სახარების ქადაგების დროს

0

2 დეკემბერს მოკლეს „ხსნის არმიის“ 21 წლის მსახური ოჰაიოს შტატ ქალაქ კლივლენდში. ამ დროს მას ხელში ბიბლია ეჭირა და ქადაგებდა.

ისინი, ვინც ჯარედს იცნობდნენ, ამბობენ, რომ ის თავისი რწმენის ერთგული იყო და სხვებსაც ასწავლიდა ღმერთის შესახებ.

ასობით ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, შეიკრიბნენ „ხსნის არმიაში“ კლივლენდში, რათა პატივი მიეგოთ ჯარედისათვის.

„ეს ჩვენთვის უზარმაზარი დანაკარგია, რადგან ჯარედი ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან, მაგრამ ვხარობთ იმის გამო, რომ ის ზეცაშია ჩვენს მოსიყვარულე მამასთან, რომლის შესახებაც ის ძალიან ბევრს უქადაგებდა.“

პოლიციამ დააკავა 27 წლის მკვლელობაში ბრალდებული უილიამ ჯონსი. მას ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ავტომობილის ქურდობა და გაქცევა.

მოწმეებმა განაცხადეს, რომ ჯონსმა პლესეკი მოკლა მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მას სახარების შესახებ ესაუბრებოდა, იტყობინება სააგენტო Fox 8 News.

წყარო

  • 21
    Shares