ნავიგაცია
ახალი ამბები
ბრედ პიტი ქრისტიანულ წარსულზე საუბრობს

ბრედ პიტი ქრისტიანულ წარსულზე საუბრობს

 ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც განუდგა რწმენას.

ერთ-ერთ ინტერვიუში პიტი ამბობს: „თავდაპირველად ჩვენ ბაპტისტურ ეკლესიაში დავდიოდით, როდესაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი ჩემი მშობლები ქარიზმატულ მოძღვრებას მიჰყვნენ, სადაც ხელებს მაღლა აღაპყრობენ ღვთის განდიდების დროს… ვიცი, რომ ადამიანებს სწამთ და ვიცი, რომ ისინი თავისუფლდებიან, თუმცა არასდროს მესმოდა ქრისტიანობის: ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. ყველაფერი აკრძალვაა.“ პიტმა აღიარა, რომ მისთვის ქრისტიანობა აკრძალვათა გრძელ სიასთან არის გაიგივებული.როგორც ჩანს, მან ჯერ კიდევ არ იცის ქრისტეს უპირობო სიყვარულის შესახებ.

როგორც ჟურნალთან GQ Style ინტერვიუში აღნიშნა, კოლეჯში სწავლის დროიდან მოყოლებული, დღე არ გასულა ისე, რომ ალკოჰოლური სასმელი არ დაელია, არ გაესინჯა დამამშვიდებელი, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები, არ მოეწია სიგარეტი. დაოჯახების შემდეგ კი მხოლოდ ალკოჰოლს დასჯერდა, თუმცა მისივე აღიარებით, საკმაოდ ბევრს სვამდა. მის ცხოვრებაში იყო წარმატებაც და მარცხიც, თუმცა სახალხო აღიარებას მისთვის მშვიდი ცხოვრება არ მოუტანია. სულ ცოტა ხნის ის თავის მეუღლეს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის გაეყარა.

პიტი ახლა აღარ სვამს. ის თავს იწონებს, რომ ადრე „რუსს თავისივე არყით დაათრობდა“. ამ ეტაპზე კი ის ათეიზმსა და აგნოსტიციზმს შორის დგას და ვერ აურჩევია რომელიმე მათგანი. „ვფიქრობ, ამას ვერავინ გაიგებს მანამ, სანამ იქ არ აღმოჩნდება. მანამდე კი ამაზე ფიქრი არ ღირს.“

რაც შეეხება ჯოლის, მას რწმენის შესახებ განსხვავებული შეხედულება აქვს. ფილმის „გაუტეხელი“ გადაღების შემდეგ, რომელიც ერთი ქრისტიანის ცხოვრებაში მომხდარი ნამდვილი ამბის შესახებ არის გადაღებული, ის მიხვდა, რომ ამ სამყაროში მარტო არ არის. „ამ სამყაროში ჩვენ მარტონი არ ვართ. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, რელიგია თუ რწმენა, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანზე დიდია და გვაერთიანებს“, ამბობს ის.