ნავიგაცია
ახალი ამბები
სიმსივნისგან განკურნებული ჩინელი ბავშვის საოცარი ისტორია (ვიდეო)

სიმსივნისგან განკურნებული ჩინელი ბავშვის საოცარი ისტორია (ვიდეო)

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში, მიტოვებული ბავშვების კრიზისს განიცდის. უფრო და უფრო მეტი მშობელი ამბობს უარს ბავშვზე, რომელიც თანდაყოლილი პათოლოგიით იბადება. ერთ-ერთმა წყვილმა, სწორედ ასეთი ბავშვი გადაარჩინა მარტოობას და ღმერთს სასწაული სთხოვა მისთვის.

შვიდი წლის განმავლობაში, ჩუნ ჩჟის და მისი მეუღლე სიაო ლის, შვილი არ უჩნდებოდათ, 2011 წელს, მათ გადაწყვიტეს შვილად აეყვანათ მიტოვებული ბავშვი. ქრისტიანი წყვილი ძალზედ გახარებული იყო, როდესაც იმავე ქალაქის ბავშვთა სახლში მონახეს პატარა.

„როდესაც დაგვირეკეს, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით. ერთი სული გვქონდა გვენახა ბავშვი. ჩვენ ხომ დიდი ხანი ველოდით ამ დღეს“, – იხსენებს ჩუნ ჩჟი.

სამწუხაროდ, მათი ბედნიერება საშინელი ახალი ამბით გაფერმკრთალდა. ბავშვი პირის ღრუს სიმსივნით დაიბადა, რის გამოც ვერ ჭამდა და ვერ სვამდა.

„არ ვიცოდით რა გვექნა. ჩვენ გვინდოდა ბავშვის აყვანა, მაგრამ საჭირო ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდებოდა. წუხილი გვკლავდა, ყველანაირი იმედი წაგვერთვა“.

„ეს ოჯახი ძალიან დიდ სირთულეებს გადიოდა, მაგრამ არაფერს მთხოვდნენ, გარდა ლოცვისა და დარიგებისა. ამტომაც ვთხოვე ყველას, ელოცათ, რათა სასწაული მომხდარიყო“, – ყვება ადგილობრივი ეკლესიის ხუცესის დამხმარე, ქეით გუ.

ამ ჩინელი წყვილის ამბავი, ამერიკაში მცხოვრებმა ოდრი და რობ პოსტებმა შეიტყვეს. ერთმა ქრისტიანმა მოუთხრო მათ ეს ამბავი და სთხოვა ელოცათ მათთვის. ცოლ-ქმარი ლოცულობდა და სწამდათ, რომ ღმერთი უპასუხებდა მათ.

„ჩვენ მუდამ გვახსოვს, რომ ღმერთს ძალუძს სასწაულის მოხდენა. იესოს მრავალჯერ აქვს ნაპასუხები ჩვენს სათხოვრებზე. ჩვენ გვწამს, რომ უფლისათვის რთული არაფერია“, – ამბობს ლოცვითი შუამდგომელი, ოდრი პოსტი.

სხვა ქრისტიანებიც ლოცულობდნენ ამ ბავშვის განკურნებაზე.

დრო გადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ იცვლებოდა, წყვილს მაინც სწამდა, რომ ღმერთს შეუძლია სასწაულის მოხდენა.

„ღმრთის წყალობა გამოცხადდება მაშინ, როდესაც შენ აღარაფერი შეგიძლია. ისინი გამოსავალს ვეღარ ხედავდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი კულისებში არ მოქმედებდა. მე ვუთხარი მათ რწმენით და მოთმინებით მდგარიყვნენ“ – ყვება ქეით გუ.

გასაკვირია, მაგრამ ერთხელაც წყვილმა შენიშნა, რომ ბავშვმა რაღაც გადმოაფურთხა. ისინი დააკვირდნენ და დაინახეს, რომ ეს სიმსივნე იყო… ცოლ-ქმარი აქვითინდა.

„ეს სასწაულია! მხოლოდ იესოს შეეძლო ასეთი რამის გაკეთება. როდესაც ქრისტიანები ერთიანდებიან და ლოცულობენ, შესაძლებელია მთებიც კი გადააადგილდეს!“ – ამბობს ჩუნ ჩჟი.

უფალმა არამხოლოდ სახლი მისცა ბავშვს, არამედ მოიმოქმედა სასწაული, რომელმაც მთელი ოჯახის ცხოვრება შეცვალა.

თარგმანი: ბაჩუკი დოდაშვილი

 

წყარო