ნავიგაცია
ახალი ამბები

„Googling God“- სადისკუსიო შეხვედრების ციკლი საბაუნიში

2 მაისს საბაუნიში სადისკუსიო შეხვედრების ციკლი დაიწყო, სახელწოდებით – „Googling God.“ მოწვეული სტუმარი, საერთაშორისო მომხსენებელი, ავტორი და აპოლოგეტი მაიკლ ოთსი, შეეცდება სტუდენტებთან ერთად უპასუხოს კითხვებს:

• რა არის ცხოვრების აზრი?
• როგორ შეიძლება იესო ქრისტე იყოს ერთადერთი გზა ღმერთამდე?
• სად არის ღმერთი, როდესაც გარშემო ამდენი ტანჯვა და უსამართლობაა?

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი, თბილისის საერთაშორისო ქრისტიანული საზოგადოება და სულხან- საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგთა კლუბი.