ექსტრემალური ღვთისმსახურება − „გარიგება“

92

მქადაგებელს ეს-ესაა სიტყვა დაეწყო, რომ ციხის დაცვა შემოიჭრა ოთახში, ხელი ჩაავლეს და ყველა დანარჩენი იატაკზე წააქციეს.

„იცით, რომ მას ქადაგება ეკრძალება“, – დაიღრინა ერთმა. „ახლა თქვენ დაისჯებით“. დაცვამ მქადაგებელი საკნიდან გარეთ გაათრია და დაბლა ჩაიყვანა. დანარჩენმა, აღმოსავლეთ ევროპელმა კომუნისტური ციხის, პატიმრებმა იცოდნენ, რომ მათი მეგობარი „საცემ ოთახში“ მიჰყავდათ. იმ საშინელი ოთახის კარის მიჯახუნების ხმა შემოესმათ და უმოწყალო დაცვის ცემისგან გამოწვეული მათი მეგობრის ყვირილი და ტირილი.

თითქმის ერთი საათი გავიდა, ვიდრე დაცვა საკნის კარს გააღებდა და მქადაგებელს ოთახში შემოაგდებდა. პატიმრებმა დაინახეს, რომ მისი ტანსაცმელი დასისხლიანებული იყო და სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა. მან საკანში ირგვლივ ისე მიმოიხედა, თითქოს დამსწრეთა ვინაობას ამწმებდა.

„ახლა, ჩემო ძმებო“, – თქვა მან, – „რაზე ვსაუბრობდი, როცა ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს?“ და ქადაგება გააგრძელა. ქრისტიანებმა იცოდნენ ციხეში ქადაგების საფასური და მიუხედავად ამისა, მაინც ქადაგებდნენ.

„გარიგებას ჰგავდა“, – წერდა ერთი პატიმარი მოგვიანებით, – „ჩვენ ვქადაგებდით და ისინი გვცემდნენ. ჩვენ ბედნიერნი ვიყავით ქადაგებით და ისინი კი − ჩვენი ცემით, ასე რომ, ყველა ბედნიერი იყო“.

ქვეყანაში, სადაც კონტრასტი აღარ არსებობს, ოჯახები იშლება, განქორწინებათა რიცხვს თვლა აღარ აქვს, ქრისტიანებმა უნდა განაახლონ ვალდებულებები ნებისმიერ ფასად. რა ფასი აქვს პირობას, თუ ის არაფერს ნიშნავს? მიუხედავად ამისა, ქრისტესადმი ჩვენი ვალდებულების შედეგები იაფი არ არის. ის შეიძლება, ქვეყნიერების სტანდარტის მიერ განსაზღვრული წარმატების დაკარგვის ფასად დაგვიჯდეს. შეიძლება მეგობრებისა და პოპულარობის დაკარგვად, შესაძლოა ოჯახის ან უსაფრთხოების; შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც. ვალდებულებას უნდა ჰქონდეს ფასი. პატიმრებს ეს სრული სიცხადით ესმოდათ…

იცავ თუ არა „გარიგების“ შენეულ მხარეს?…

ჩატვირთვა...