“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – ექიმი რობერტ ბეიტმენი “ტიტანიკზე”

117

ექიმმა რობერტ ბეიტმენმა მაშველ ნავში თავაზიანი დახმარება გაუწია თავის რძალს და დაამშვიდა: “ნუ ინერვიულებ, ანი. ეს გამოცდის ჩვენს რწმენას. მე უნდა დავრჩე და სხვებს დავეხმარო. თუ ამ დედამიწაზე ვერა, ზეცაში ხომ შევხვდებით ერთმანეთს.”

ვიდრე გაყინულ წყალში მიმავალი ნავი სიბნელეში გაუჩინარდებოდა, მან თავისი შალი გადაუგდო ქალს. “ეს ყელზე შემოიხვიე, ანი. გაცივდები.”

რობერტ ბეიტმენმა მოგვიანებით ორმოცდაათიოდე კაცი გემბანზე შეკრიბა და სიკვდილთან შეხვედრისათვის მოსამზადებლად მოუწოდა.

ბეიტმენმა იმ დილით რელიგიური მსახურება ჩაატარა დიდ გემზე, მსახურება, რომელიც მისი საყვარელი საგალობლით დასრულდა – “ახლოს შენთან, ღმერთო.”

რობერტ ჯეიმს ბეიტმენმა დააარსა “Central City Mission” ჯეკსონვილში, ფლორიდაში. ქალაქის სულიერი შუქურა, როგორც წესი, სავსე იყო მთვრალი მეზღვაურებით. მას უწოდებდნენ “კაცს, რომელიც უფრო მეტ სინათლეს ასხივებს, ვიდრე ყველა სხვა ადამიანი მთელ ჯეკსონვილში. ბეიტმენი ქრისტიანული სოციალური საქმიანობის შესასწავლად ინგლისში გაემგზავრა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დასანერგად.

1912 წლის 14 აპრილს, გვიან ღამით, “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა. ბეიტმენი კიჩოზე შეკრებილ ხალხს უფლის მიმართ ლოცვისაკენ წარუძღვა. ბენდი კი “ახლოს შენთან, ღმერთოს” უკრავდა, როცა უზარმაზარი გემი ტალღებმა შთანთქა.

ჩატვირთვა...