„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ − თხოვნა

63

ბიჭმა სასტუმროში მისულ „ბიზნესმენთან“ მიირბინა და ხელზე მოეჭიდა. გაოცებულმა სტუმარმა უკამ დახევა სცადა, მაგრამ მალე შენიშნა, რომ ბიჭი ჩუმად ჯვარს გამოსახავდა ხელისგულზე თითებით. სტუმარმა მისიონერმა, ვინც ეკლესიასთან კონტაქტის დამყარებისათვის ლოცულობდა, ბიჭს შეხედა და მყისვე მიხვდა რაშიც იყო საქმე: „ჩრდილოეთ კორეაში ეკლესია ცოცხალია!“

მეორე დღეს კაცი ჩუმად შეხვდა ბიჭს. გაიგო, რომ ბიჭის მამა ქრისტიანი ყოფილა, რომელიც წლების წინ დაუპატიმრებიათ. ბიჭის ოჯახს დიდი ტანჯვა გადაუტანია სასტიკი მთავრობის ხელში და გადარჩენის მიზნით იძულებული გამხდარა მათხოვრობა დაეწყო საკვების საშოვნელად. გვალვის შედეგად საკვების ნაკლებობის გამო ხალხი იხოცებოდა და როცა მისიონერმა ბიჭს ჰკითხა, რის გაკეთება შეეძლო მისთვის, კაცი ფიქრობდა, რომ ოჯახისათვის საკვებს მოითხოვდა, მაგრამ ბიჭმა ოთხი რამ ითხოვა: აეღო მეათედი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, მოენათლა, ეზიარებინა და უკეთესი ბიბლია მიეცა. ბიჭის სიბრძნის მხილველი კაცი ატირდა. ფიზიკური დახმარება მხოლოდ ერთი ან ორი დღე ეყოფოდა და შემდეგ ისევ მძიმე მდგომარეობას დაუბრუნდებოდა. სულიერი დახმარება კი სასუფევლისათვის მოამზადებდა.

სურვილი და საჭიროება ორი სრულიად განსხვავებული რამაა მრავალი ადამიანისათვის. ადამიანებს რაც უნდათ, ის არ სჭირდებათ და რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ის არ უნდათ. სწორედ ამიტომ არიან ადამიანები იმედგაცრუებულნი. ამ ბავშვის ამბავი გვასწავლის, რა ხდება, როცა ყველა ჩვენი სურვილი და საჭიროება სწორი თანმიმდევრობით არის განლაგებული გეგმაში. მან სწორად დაგეგმა. მას ყველაზე მეტად ის უნდოდა, რაც უფრო მეტად სჭირდებოდა: იესო ქრისტე. ადამიანს, როცა რაც გსურს, ის გჭირდება, უდიდეს კმაყოფილებას ჰპოვებ. შეიძლება ამბობ, რომ ფული გჭირდება, მაგრამ მალე მიხვდები, რომ ფული ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მხოლოდ იესოს შეუძლია შენი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება.

ჩატვირთვა...