„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ − ნდობა

83

„თქვენ შეიძლება გაანადგუროთ ჩემი სხეული, მაგრამ სულს ვერაფერს დააკლებთ“, – მამაცი კორეელი ხუცესი პასუხობს ჩრდილოეთ კორეაში შეჭრილ კომუნისტურ არმიას. „მარქსიზმს არ ვიქადაგებ ჩემს მსახურებათა დროს. ვიცი, რომ სხვა ხუცესები წაიყვანეთ სახლებიდან ღამით და აწამეთ თქვენი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მაგრამ არ მაინტერესებს რას უზამთ ჩემს სხეულს“.

ოფიცრის რისხვა ხუცესის საუბრისას მატულობდა. შემდეგ განრისხებულმა თქვა: „თუ საკუთარ თავზე არ ზრუნავ, მაშინ ოჯახზე იზრუნე. მათაც დავხოცავთ“. ხუცესი შეყოვნდა. თავად მოელოდა ტკივილს, მაგრამ ოჯახზე არ უფიქრია. მან იცოდა, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო. მან მშვიდად უპასუხა კომუნისტ ოფიცერს: „მირჩევნია, ჩემი ცოლ-შვილი თქვენი იარაღით დაიღუპოს, ვიცოდე, რომ მე და ისინი ერთგულად ვდგავართ, ვიდრე ჩემი უფალი გავყიდო და ისინი დავიცვა“.

„გაიყვანეთ,“ – ბრძანა ოფიცერმა. ხუცესი კიმი ორ წლით ბნელ საკანში გამოამწყვდიეს, სადაც წვერის გაპარსვის და ტანსაცმლის გამოცვლის უფლებაც არ ჰქონდა. მან მხნეობა შეინარჩუნა ბიბლიის იმ მუხლის გამეორებით, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის. ყოველდღე, მისი პატარა, იზოლირებული საკნიდან, სხვებს ესმოდათ ხუცეს კიმის მოსიყვარულე, მშვიდი ხმით იოანეს 13:7, სადაც იესო გვპირდება: „ახლა ვერ ხვდებით რას ვაკეთებ, მაგრამ მოგვიანებით გაიგებთ.“

„მოგვიანებით.“ რამდენიმე წამში ყავის მომზადების, ხელფასისა და კავშირების სწრაფად მოგვარების ეპოქაში, „მოგვიანებით“ მოძველებული ტერმინია. ის, რაც გვჭირდება,
ახლა გვინდა და არა მოგვიანებით. დღევანდელი სპორტული შეჯიბრებების, ახალი ამბების, გასართობებისა და ამინდის პროგნოზის გასაგებად ჩვენი საინფორმაციო საშუალებები ყოველწუთიერ სიახლეებს გვაწვდიან და გვატყობინებენ იმას, რაც ხდება ცხოვრების ყველა სფეროში, თუმცა, მუდამ და ყველგანმყოფ ღმერთთან ურთიერთობას „მოგვიანებით“ ვამჯობინებთ. გვსურს თუ არა მივენდოთ მას ახლა და არ გადავდოთ ჩვენი საკითხის გაგება სამომავლოდ? ახლა თუ ხარ განსაცდელში, ნდობა არის შენი ყველაზე ფასეული ქმედება და არა ცოდნა. სთხოვე ღმერთს მოგცეს ნდობის დიდი უნარი, რაც გაგების სურვილს აღემატება.

ჩატვირთვა...