„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ − ტაში

120

თომას ჰაუკესი, ნიჭიერი, ავტორიტეტული, კარგი შესახედაობის ახალგაზრდა კაცი არ უარყოფდა ქრისტესთან პირად ურთიერთობას, რისთვისაც ცოცხლად ძელზე დაწვა მიუსაჯეს.

სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე, მეგობრები ეწვივნენ თომასს ინგლისის ციხეში. ერთმა თქვა: „მსმენია, რომ ღმერთი განსაკუთრებულ მადლს აძლევს ადამიანს ცეცხლზე სიკვდილის უმტკივნეულოდ ასატანად. შენი წამების სისასტიკეზე ფიქრს რომ გავუძლო, შეგიძლია რაიმე ნიშანი მოგვცე ამის დასტურად? ამის გარეშე, არ მგონია ის დღე გადავიტანო.“

თომასი ცოტა ხნით დაფიქრდა: „თუ ტკივილი ასატანი იქნება, სიკვდილამდე ხელებს ზეცაში აღვაპყრობ ნიშნად.“ სიკვდილით დასჯის დღეს, შეკრებილი ხალხი მოუთმენლად ელოდა თომასის ნიშანს. ძელზე გაკვრისას ხმადაბლა და მადლით ელაპარაკებოდა შეშის მომტან კაცებს. შემდეგ თვალები დახუჭა და ცეცხლიც აინთო.

თომასმა გარშემომყოფთათვის ქადაგება გააგრძელა, მაგრამ მალე, ცეცხლის ალი გამძვინვარდა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ყველას ეგონა, რომ მოკვდა. მოულოდნელად, ხელები თავზემოთ აღმართა ღვთისაკენ განდიდებითა და მადლიერებით, სამჯერ შემოჰკრა ტაში. ბრბოდან შეძახილები გაისმა, თომასი ცეცხლის ალში გაეხვა და სული განუტევა.

„მეტის ატანა აღარ შემიძლია.“ რამდენად ხშირად დავიჭერთ ხოლმე საკუთარ თავს უმნიშვნელო განსაცდელისას. ბავშვის ტირილი. კარების ღრჭიალი. პროექტის
დასრულებისათვის გვიან ღამემდე მუშაობა. წამებულთა ისტორიები გვახსენებს, რამდენად უმნიშვნელო წვრილმანის ზეწოლის გამო ვაპირებთ უკან დახევას. ხშირად ვაზვიადებთ პრობლემებს და არასწორად ვფიქრობთ, რომ არ შეგვიძლია ამ ტვირთის ზიდვა მაშინ, როცა ღმერთი გვპირდება, რომ არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს ჩვენს ცხოვრებაში, რომლის გადატანასაც ვერ შევძლებთ. თომასმა ხელები აღაპყრო განდიდებისა და ცეცხლის ალზე გამარჯვების საზეიმო ნიშნად, რაც საკმარისი მოწმობაა. შენ კი, როცა ფიქრობ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლია განსაკუთრებულ სიტუაციაში, გაიხსენე თომასი. გახსოვდეს ღვთის ერთგულება. მან ზუსტად იცის, რის გადატანა შეგიძლია და რის − არა.

ჩატვირთვა...