“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – ფრთები

112

„მრავალი წელი გავატარე საბჭოთა გულაგებში,“ – ასე იწყებოდა ხელნაწერი წერილი. ტექსტი იყო აკურატული, თუმცა მცირეოდენი ხელის კანკალი მაინც ეტყობოდა, ალბათ, მოხუცებულობისა და მრავალწლიანი პატიმრობის კვალი.

„ბანაკში, მაღაროში მუშაობას მაიძულებდნენ. სამუშაო მძიმე იყო, დამცველები – გულგრილები. ერთ დღეს, მაღაროში მოხდა შემთხვევა. ზურგი დავიშავე და იმ დღის შემდეგ კუზიანი დავრჩი.” „ბანაკში,“ – გრძელდებოდა წერილი, – „იყო ერთი ბიჭი, რომელიც თვალს არ მაშორებდა. ‘ბატონო’ – მკითხა მან, – ‘რა გაქვს ზურგში?’ დარწმუნებული ვიყავი, რომ უხეშ ხუმრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მაინც ვთქვი. ‘კუზი?’ – ბავშვმა თბილად გაიცინა. ‘არა,’ – თქვა მან, – ‘ღმერთი სიყვარულია. ის არავის აძლევს სიმახინჯეს. ეს კუზი არ არის, ეს ყუთია თქვენს მხრებს ქვემოთ. ყუთში კი ანგელოზის ფრთები იმალება. ერთ დღეს, ყუთი გაიხსნება და ანგელოზის ფრთებით ცაში გაფრინდებით.'”

„სიხარულით ტირილი დავიწყე. ახლაც კი,“ – გრძელებდა წერილი, – „გწერთ და ვტირი.“ მრავალი დევნილი ადამიანი ატარებს საკუთარ სხეულზე დევნის ნიშანს. ხანდახან მათ ღმერთი ახსენებთ, უცოდველი ყმაწვილის ხმითაც კი, ამ იარების ქვეშ დამალულ კურთხევათა შესახებ. მხოლოდ ერთი რამ გაგვახსენებს ზეცაში დედამიწას. იესო, მისი დიდებით აღმდგარი სხეული და იარები.

აღდგომის შემდეგ მალევე აჩვენა იესომ თავის მოწაფეებს ნაიარევი. თომამ ხელი ჩაყო მის განგმირულ ფერდში და მის ნაიარევ ხელებს შეეხო.

ერთ დღეს, როცა სამოთხეში მივალთ, მისი დალურსმული ხელები ჩვენც მოგვეხვევა. ისინი მის სიყვარულსა და მისი ტანჯვით მოტანილ კურთხევას გაგვახსენებენ. ახალ ცხოვრებაში საკუთარი ცხოვრების სირთულეთა ნაიარევი წაიშლება ჩვენი სხეულებიდან.

ისინი, რომელთაც გადაიტანეს ტანჯვა, დამცირება და უსამართლობა მისი გულისთვის, ღვთის უდიდესი კურთხევის შედეგად შეიცვლიან იარებს.

“ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით.” (1 კორინთელთა 15:42).

ჩატვირთვა...