“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – სუზან უესლი

98

სუზანის ცხრამეტი შვილიდან ათი მათგანი ორ წლამდე ასაკში გარდაიცვალა, ერთ-ერთი მისი ქალიშვილი კი მახინჯი იყო. მიუხედავად ამისა, თავის დღიურში სუზანი წერდა: „ჩემმა ტანჯვებმა ხელი შეუწყო ჩემს სულიერ და საუკუნო სიკეთეს. დიდება შენ, ღმერთო!“

მამამისმა უარი თქვა 1662 წლის ინგლისური კანონის მორჩილებაზე, რომელიც ყველა სამღვდელო პირს საერთო ლოცვის წიგნისადმი მორჩილებას აიძულებდა. ხუთი ათას ასეთ ქრისტიანს ნონკონფორმისტები უწოდეს და ისინი ინგლისის ციხეებში დაიხოცნენ, თავიანთი რწმენის გამო. მისი ნონკონფორმისტი მეუღლეც ინგლისის ეკლესიაში გადავიდა, რის გამოც ძველი ეკლესიის წევრებმა მას ბოსელი გადაუწვეს და ციხეში ჩასვეს. სუზანმა ამ დროს საშინელი სიღარიბე გამოიარა. ქურდმა მის ძროხას ცურიც კი მოაჭრა, რათა ბავშვებს რძეც აღარ ჰქონოდათ.

ერთ დღეს, ეკლესიის გაცეცხლებულმა წევრებმა მისი სახლის სახურავს ცეცხლი წაუკიდეს. მთელმა ოჯახმა მოახერხა გაქცევა, მაგრამ ხუთი წლის ჯონი აიძულეს, ფანჯრიდან გადამხტარიყო. დაცემას უვნებლად გადარჩენილი ჯონ უესლი გაიზარდა და მეთოდისტური დენომინაციის ფუძემდებელი გახდა. მისმა სხვა ვაჟმა, ჩარლზ უესლიმ, ქრისტიანული კლასიკური საგალობელი დაწერა, „hark the herald angels sing“, სხვა მნიშვნელოვან საგალობლებთან ერთად.

სუზან უესლიმ თავისი შეხედულება ამ სიტყვებით გადმოსცა: „რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ნების შესრულება და არა შენი საკუთარი ნების. სამოთხე და ჯოჯოხეთი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული.“

„მას მამამისის ნიკაპი აქვს.“ „ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებიამისს.“ თვალები, ყურები, თმა, ხელები, ან შესაძლოა სხვა გენეტიკური მონაცემები გვაკავშირებენ ოჯახის სხვა წევრებთან, ხანდახან შორეულ წინაპრებთანაც კი. ანალოგიურად არის ღვთის ოჯახური კავშირის დროსაც.

ქრისტიანებს გვაკავშირებს სხვადასხვა თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, იმედი, სიხარული და მშვიდობა – რაც პირდაპირ მოდის ჩვენამდე ზეციური მემკვიდრეობიდან.

უესლისნაირი ბიოლოგიური მშობლები და ბებია-ბაბუებიც რომ არ გვყავდეს, რომლებიც გადმოგვცემენ ქრისტიანულ რწმენას, ღმერთი გვაძლევს სულიერ ოჯახს, რათა აღგვზარდონ და ვუყვარდეთ მათ. ვინ არის შენი სულიერი დედა ან მამა – ვიღაც, ვინც გასწავლა ქრისტეს შესახებ? შენ ვის შეგიძლია, გაუწიო სულიერი დაძმობა?

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...