“ექსტრემალური ღვთისმსახურება” – ლოცვა მიწის ქვეშ და ტანჯვა მიწის ზემოთ

120

ადრეული ქრისტიანები ორი რამით იყვნენ ცნობილნი: ლოცვა მიწის ქვეშ და ტანჯვა მიწის ზემოთ.

რომაულ სამეფოში მთელი ქვეყნიერება ქრისტიანების წინააღმდეგ იყო. ჩვენი წელთაღრიცხვით 162 წელს, მარკუს ავრელიუსმა ხელი მოაწერა ბრძანებას: „ვინც აღიარებს ქრისტიანობას, ყველაზე საშინელი სიკვდილის ღირსია!“ თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში ექსტრემალური საიდუმლოების ხანა იყო ეკლესიისთვის. ეკლესია მართლაც ჩავიდა მიწის ქვეშ და რომაული კატაკომბები შექმნა.

უამრავი ოთახი და კორიდორი იყო აგებული რომის ქვეშ მკვდრების დასამარხად. სწორედ ეს ადგილები გახდა ადრეული ეკლესიის თავშესაფარი კათედრალები, სადაც მორწმუნეებს უსაფრთხოდ შეეძლოთ ლოცვა და მსახურების წარმართვა. კატაკომბები მეტყველებს ადრეული მორწმუნეების მოწადინებაზე, ეპოვათ მსახურების ადგილი. კატაკომბებში დამსხვრეული და დამწვარი მათი ძვლები მეტყველებენ გადატანილი ტანჯვის ინტენსივობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის კედელზე ამოკვეთილი გამარჯვებისა და მშვიდობის წარწერები. მიუხედავად მიწის მაღლა მიღებული სისასტიკისა, ქვემოთ, კედლებზე ამოტვიფრეს თავიანთი რწმენისა და მშვიდობის სიმბოლოები ჯვარზე. შემთხვევითი არ არის ასეთი საიდუმლო წარწერების აღმოჩენა კატაკომბებში: „გამარჯვება მშვიდობასა და ქრისტეში“ ან „სრულყოფილი მშვიდობა იესო ქრისტეში.“

მრავალი მორწმუნე საიდუმლოდ ინახავს თავის რწმენას. ისინი აცხადებენ, რომ რელიგია პირადი საკითხია მხოლოდ ღმერთსა და მათ შორის. რატომღაც ადრეულ ეკლესიაში ეს ასე არ იყო.

მორწმუნეები ისე ღიად უზიარებდნენ თავიანთ რწმენას დანარჩენებს, რომ ადვილი იყო მათი გამოცნობა და დევნა. რომის კატაკომბები პირადი მსახურების ადგილად გადაიქცა; თუმცა ზემოთ მათი ერთგულება არ იყო საიდუმლო. ამიტომაც მრავალი იქნა სიკვდილით დასჯილი, რწმენის გამო.

მიწის ქვეშ ლოცვამ მათ მშვიდობა მისცა მიწის ზემოთ დევნისას. ყოფილა თუ არა თქვენი რწმენა „იატაკქვეშ“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში? დროა თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგი მოჰყვება მას, ნუ დამალავ ქრისტიანობას.

ჩატვირთვა...