„ექსტრემალური ღვთისმსახურება“ − აუდიენცია

84

მაშინაც კი, როცა ხუცესი რიჩარდ ვურმბრანდი განმარტოებულ საკანში მოათავსეს და სინათლესა და ხმაურს ჩამოაშორეს, უხილავ აუდიტორიას უქადაგებდა.

ციხიდან მისი სასწაულებრივი გათავისუფლებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შემდეგ, ხუცესმა ვურმბრანდმა რამდენიმე წიგნი დაწერა ციხეში მიღებული გამოცდილების, განმარტოებულ საკანში შექმნილ და დაზეპირებულ მსახურებათა შესახებ. წიგნის გამოცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მან ასეთი წერილი მიიღო.

ძვირფასო ხუცესო ვურმბრანდ,

მორწმუნეების ოჯახში გავიზარდე, მაგრამ გზას ავცდი და კანადის ციხეში მოვხვდი. მინდოდა ღმერთს დავბრუნებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ. ვილოცე: „ღმერთო, თუ ქვეყნიერებაზე სადმე კიდევ არის მარტოსული პატიმარი, რომელიც შენ გიცნობს, გთხოვ მისი ფიქრები გამიზიარო“. შინაგანი ხმა მომესმა და მითხრა, ჩუმად დავმჯდარიყავი და ღმერთი შემეხებოდა.

სასწაულებრივად, ყოველღამე მესმოდა ქადაგების მსგავსი სიტყვა, რომელიც შორიდან მოდიოდა. მოვინანიე და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქრისტიანულ
მაღაზიაში წავაწყდი თქვენს წიგნს – „მსახურება განმარტოებულ საკანში”. მაშინვე ვიცანი, რომ წიგნში მოცემული ქადაგებები მსგავსი იყო ჩემ მიერ ციხეში მოსმენილი ქადაგებებისა. მადლობა მათი გამოცემისათვის!

ხუცესმა ვურმბრანდმა ორი ანალოგიური შინაარსის წერილი მიიღო სრულიად სხვადასხვა ქვეყნიდან. ნამდვილად, ანგელოზებმა მიიტანეს ეს ქადაგებები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ღმერთის ხმის მოსმენა სწყუროდათ.

ნათქვამია, რომ ქრისტიანები ხშირად არ იყენებენ ანგელოზებს საკუთარი რწმენის სიმცირის გამო. ძალიან ხშირად მორწმუნეები კმაყოფილნი არიან კარგი ცხოვრებითა და იშვიათი კურთხევებით, მაგრამ ღმერთს გაცილებით მეტის მოცემა სურს ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ იმისა, რაც კარგია. მას სურს, უკეთესი მოგვიტანოს და ასე გასინჯეთ, საუკეთესოც კი; რატომღაც, კურთხევანი რწმენით მთხოვნელთათვის აქვს შემონახული. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, როცა უკვე იცის ჩვენი საჭიროებანი? რწმენით უნდა ვთხოვოთ, რათა გამოვხატოთ ის, რომ ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულნი. ხართ თუ არა კმაყოფილი იმ სიკეთეთა გამო, რომელთაც ღმერთი გაძლევთ? მაშ, რწმენით სთხოვეთ უკეთესი. ნუ დაისახავთ მიზნად იმაზე ნაკლებს, ვიდრე უფლის საუკეთესო სურვილებია თქვენს ცხოვრებაში.

ჩატვირთვა...