მისი წყალობა საკმარისია – „ექსტრემალური ღვთისმსახურება“

71

„ჩქარა, კარადაში დაიმალე. ჩუმად იყავი, ვიდრე ჩემს ხმას არ გაიგონებ, გასაგებია?“ და როუზს თავისი ორი პატარა, სკოლამდელი ასაკის ბავშვის პასუხი მოესმა: „დიახ, დედა.“ შემდეგ კარში გავარდა და იმ სკოლისკენ გაიქცა, სადაც თავისი ქალიშვილი სწავლობდა, თან ლოცულობდა, რომ ძალიან დაგვიანებული არ ყოფილიყო.

შარიათის (ისლამური კანონი) მომხრეების გამოსვლებისას ნიგერიის მთავრობამ მცირერიცხოვან დაჯგუფებათა მეშვეობით ძალადობრივი აქტი მოაწყო ქრისტიანების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი კანონს არ დაემორჩილნენ. როუზის უფროსი გოგონა გამოსვლების დროს სკოლაში იმყოფებოდა და ამიტომაც ქალი დარწმუნებული იყო, რომ მისი ქალიშვილი იქ უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა. სკოლაში როცა მივიდა, გაიგო, რომ გოგონა, დაცვის მიზნით, სამხედრო ბაზაზე წაეყვანათ. როუზმა იპოვა იგი და სახლში მშვიდობით დააბრუნა, სადაც ორი პატარა გოგონა უვნებელი ელოდა.

მეორე დღეს მისი ქმარი ქრისტიანული ჯგუფის შეხვედრაზე წავიდა. წასვლმადე როუზმა ქმარი უკანასკნელად ნახა ცოცხალი. დაახლოებით 260 ეკლესია დაანგრიეს ამ აჯანყების დროს და 460-ზე მეტი ქრისტიანი მოკლეს. ქმრის მკვლელობის შემდეგ როუზმა სიმშვიდე საქმეების წიგნში იპოვა. მან თქვა: „იმავე ღმერთმა, რომელმაც სტეფანეს ჩაქოლვა დაუშვა, პეტრეს ციხიდან გაქცევაც დაუშვა. ღმერთი ერთგულია და მისი წყალობა საკმარისია.“ დღეს როუზი იმ ეკლესიაში აგრძელებს მსახურებას, რომლის ხუცესიც იყო მისი მეუღლე და ზრდის სამ შვილს.

ნათქვამია, რომ ღმერთი არასოდეს წაგვიძღვება იქით, სადაც მისი მადლი არ დაგვხვდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მისი გეგმები ყოველთვის არ გულისხმობს სასწაულებრივ ხსნას ავადმყოფობის, სიკვდილის ან შევიწროებათაგან და მაინც, მისი მადლი საკმარისია, ის არ მიგვატოვებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი არ წაგვიძღვება მსახურების ადგილისაკენ, ან საქმისაკენ თავისი საკმარისი მადლის გარეშე, ურომლისოდაც შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმის შესრულება. ხანდახან მისი გეგმები გულისხმობს იმას, რომ მწარე გამოცდილება შევიძინოთ. გადაწყვეტილი გაქვს, რომ სრულად ენდო მას?

მანამ, სანამ არ მიხვდები იმას, რომ ღვთის მადლია ის ერთადერთი რამ, რაც გაქვს, ვერ გააცნობიერებ იმას, რამდენად გჭირდება იგი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...