რატომ აბორტის წინააღმდეგ?

0

ნაწილი 1-ლი

თავი 1-ლი

ატომ უნდა ვისაუბროთ აბორტის შესახებ?

აბორტისა და რეპროდუქციის უფლებათა ნაციონალური სამოქმედო ლიგის  (NARAL) წარმომადგენლობამ უფროსკლასელებს წაუკითხა ლექცია აბორტისა და მის დადებით მხარეთა შესახებ. ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰკითხა მას ჩემ შესახებ, შემეძლო თუ არა ამ ორგანიზაციაში მისვლა, რათა დამეცვა აბორტის საპირისპირო პოზიცია. ერთი კვირის შემდეგ მივედი იქ და ვესაუბრე ჯერ კიდევ დაუბადებული ბავშვის უფლებათა შესახებ. ვუჩვენე მათ ფოტომასალა, რომელზეც ასახული იყო ჩანასახის განვითარების ადრეული საფეხურები, როცა აბორტი კეთდება.

ლექციის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა: „იცით, დღემდე არაფერი მსმენია ჯერ კიდევ არშობილი ბავშვის სიცოცხლის დაცვის შესახებ“.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „გახსნილი გონება“ გვაქვს და ჩვენი განათლება ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებულია, მაგრამ ჩემ წინ იდგა სოციალურ მეცნიერებათა პროფესორი, 55 წლის კაცი, რომელსაც ჯერ არაფერი სმენოდა სიცოცხლის უფლებათა დაცვის პოზიციის შესახებ. აბორტის მომხრეთა შეხედულებას ეთანხმებოდა, თანაც ისე, რომ არც აანალიზებდა ამ პოზიციას და სტუდენტებსაც კვერს უკრავდა ამაზე.

მოულოდნელი ტენდენცია

არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეჩვენებოდა, რომ აბორტის საწინააღმდეგო პოზიციას მალე აღარავინ გაიზიარებდა. ახალგაზრდები ისე იყვნენ გატაცებულნი მორალური რელატივიზმითა და ტოლერანტულობის იდეებით მართული პოსტმოდერნისტული საზოგადოებით, რომ ჩანდა, ისინი მალე აბორტის მტკიცე დამცველნი და მომხრენი გახდებოდნენ, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, ახალგაზრდები უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან აბორტს, ვიდრე მათი მშობლები.

Gallup-ის (ამერიკის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მოზარდების 72% ფიქრობს, რომ აბორტი ზნეობრივად მცდარია. მხოლოდ 19%-ს მიაჩნია, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს ყველა შემთხვევაში (ასევე ფიქრობდ ზრდასრულთა 26%).

ეს იყო მორიგი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგები, რომელიც დადასტურდა უამრავი მოზარდის მონაწილეობით მოძრაობაში „მარში სიცოცხლისათვის“.

არსებობს ბევრი ვებ-გვერდი, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებს აირჩიონ სიცოცხლე.

ჩვენი საუკუნის პრობლემა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთი აბორტისთვისაა განწირული.

ორსულობათა 50% დაუგეგმავია და აქედან ნახევარი აბორტის მეშვეობით წყდება. აშშ-ი ყოველწლიურად 1,37 მლნ. აბორტი კეთდება. ამერიკაში მცხოვრები იმ ქალების 43%-ს, რომლებსაც შვილოსნობის უნარი აქვთ, უკვე გაუკეთებია აბორტი ან მომავალში გაიკეთებს.

ამ საკითხთან დაკავშირებული რისკი უკიდურესად მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ აბორტის მომხრეთა პოზიცია სწორია, მაშ, აბორტის არჩევის თავისუფლება ძირითადი სამოქალაქო უფლება ყოფილა, ხოლო თუ სიცოცხლის დაცვის მომხრეთა პოზიციას მივიჩნევთ სწორად, მაშ, ყოველდღიურად გაკეთებული 3753 აბორტი ამერიკელთათვის უფრო დიდი დანაკარგი იქნება, ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას მოჰყვა.

აბორტი უკიდურესად მტკივნეული საკითხია. ისეთ საკითხებს შორის, როგორებიცაა  ანტისემიტიზმი, ლოთობა, უსახლკარობა, სიკვდილით დასჯა, პორნოგრაფია… აბორტი ყველაზე მტკივნეული საკითხია.

როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკელების 26% აბორტის მომხრეა, ხოლო 29% სიცოცხლის უფლებას იცავს. გამოდის, რომ ორივეს ერთად, ანუ 55%-ს მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს აბორტთან დაკავშირებით, დანარჩენ 45%-ს კი არ აქვს მკაფიო აზრი აბორტის შესახებ და ამ ადამიანებზე სასიკეთო გავლენის მოხდენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ქრისტიანული პერსპექტივა

ზოგიერთმა ქრისტიანმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს წიგნი მათთვის არ არის დაწერილი, რადგან აბორტს მხოლოდ ურწმუნო ადამიანები იკეთებენ, ისინი, ვინც ეკლესიაში არ დადიან.

სინამდვილეში ასე არ არის. იმ ქალთა 43%, რომლებსაც ოდესმე გაუკეთებიათ აბორტი, პროტესტანტებს მიეკუთვნებიან, ხოლო 27% – კათოლიკეებს.

აბორტის თემაზე ეკლესიამ, პირველ რიგში, თავის მრევლს უნდა უქადაგოს და მოაგვაროს ეს მწვავე პრობლემა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ ეკლესიამ ქვეყნიერებასაც მოუწოდოს აბორტებზე უარის თქმისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ვარ, ამ წიგნში არ ვასახელებ ბევრ ბიბლიურ არგუმენტს აბორტის არჩევანის გასაბათილებლად. საკითხი, რომლის შესახებაც ვსაუბრობ აქ, სანდო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს ეფუძნება. ეს წყაროები ანგარიშგასაწევი უნდა იყოს ნებისმიერი სიმართლისმოყვარული აგნოსტიკოსისთვის ისევე, როგორც ყველა ქრისტიანისათვის, რადგან ბევრი არაქრისტიანიც ეწინაღმდეგება აბორტს.

მე მტკიცედ ვიცავ ქალების უფლებებს. დიდ პატივს ვცემ ჩემს მეუღლესა და ჩემს ქალიშვილებს, რომლებსაც ბავშვობიდან ვუნერგავთ საკუთარი თავის პატივისცემასა და მადლიერებას ღვთისადმი, რომ მან ქალებად შექმნა ისინი.

ამავდროულად, მესმის იმ ქალების გულისტკივილის, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სიძნელენი. ტანჯვის საკითხი ყველაზე კარგად უფალ იესო ქრიტეს ესმის, ქრისტეს, რომელიც აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ, ამ წიგნის ერთ-ერთი თავი (მე-18), რომელიც პატიებას შეეხება, მეც ისევე მჭირდება, როგორც ნებისმიერ ადამიანს.

ეს წიგნი ლოგიკასა და ფაქტებს ეყრდნობა უფლის მადლსა და თანაგრძნობასთან ერთად და ვიმედოვნებ, დაგვეხმარება კიდეც სინამდვილის კარგად დანახვაში.

  • 34
    Shares