რაც შენს ხელთაა…

91

ღმერთი ყოველთვის გამოიყენებს იმას, რაც თქვენს ხელთაა, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს. პირველად ეს კითხვა მაშინ გვხვდება, როცა ღმერთი ელაპარაკა მოსეს, მაგრამ ამ კითხვაში ჩადებული სიბრძნე დღესაც აქტუალურია. ღმერთი მოსეს ალმოდებული ბუჩქის სახით გამოეცხადა და მას შემდეგ, როცა მან უფალს თავისი მტკიცებულებანი დაუსახელა მისი ბრძანების თავიდან ასარიდებლად, ღმერთმა ჰკითხა:

„და თქვა ღმერთმა: ‘რა გაქვს ხელში?’ უპასუხა: ‘კვერთხი’“. (გამოსვ. 4:2).

ვფიქრობ, მოსესთვის კვერთხი სრულიად ჩვეულებრივი ნივთი იყო და ვერც კი ხვდებოდა, რომ მისი მეშვეობით შეეძლო ფარაონის მთელი ლაშქრის დამარცხება. ბოლოს და ბოლოს, კვერთხი უბრალოდ გათლილი ჯოხია და მწყემსი მოსე ლოგიკურად ფიქრობდა იმას, რომ ამ კვერთხში არაფერი ზებუნებრივი არ არის. ეს სრული სიმართლეა − არც ერთ ჩვენგანში არაფერია ზებუნებრივი მანამ, სანამ ღმერთი არ სცხებს თავისი სულით იმას, რაც ჩვენს ხელთაა. გავიხსენოთ ბიბლიური მაგალითები:

აბიგაილმა თავისი ქონება გამოიყენა, რათა განრისხებული მეომრებისთვის თავისი სახლეულის დახოცვის ნება არ მიეცა.

იაყელმა ურო და კარვის პალო გამოიყენა მტრის არმიის მხედართმთავრის მოსაკლავად და თავისი ხალხის გადასარჩენად.

სამსონმა ვირის ყბა გამოიყენა მტრის გასანადგურებლად.

რუთმა ხორბლის მარცვლები გამოიყენა, რომელთაც იგი მინდორზე აგროვებდა.

სამუელმა ზეითუნის ზეთი გამოიყენა, რათა დავითი ეცხო ისრაელის მეფედ.

დავითმა შურდული და ქვა გამოიყენა, რათა გოლიათი დაემარცხებინა.

უსახელო ბიჭმა 5 პური და 2 თევზი გამოიყენა, რათა 5000 ადამიანი დაეპურებინა.

იმედგაცრუებულმა ქალმა ალებასტრონის ჭურჭელი გამოიყენა, რათა იესოს ფეხებისთვის ეცხო ნელსაცხებელი…

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რა გვაქვს ხელში?

„როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმინდა მსახურის, იესოს, სახელით“ (საქმ. 4:30).

მაშინ, როცა გადავცემთ იესოს იმას, რაც ჩვენს ხელშია, ის გვაძლევს იმას, რაც მას უპყრია ხელთ…

ამონარიდი წიგნიდან „იბრძოლე, როგორც ქალმა!“ – ლიზა ბევირი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...