ნავიგაცია
ახალი ამბები
რა ძალა აქვს სიტყვას? – ვასილი ტოკარევი

რა ძალა აქვს სიტყვას? – ვასილი ტოკარევი

როცა ადამიანი იბადება, მას სახელს არქმევენ ვიღაცის საპატივსაცემოდ, ანდა იმიტომ, რომ ეს სახელი უბრალოდ მშობლებს მოსწონთ. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა შინაარსის მატარებელია ესა თუ ის სახელი. რეალურად კი, ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს.

სამწუხაროდ, ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვობაში, სხვა, არაოფიციალურ სახელებსაც იძენენ. ბავშვები ყველაზე ხშირად მშობლებისგან იღებენ ამ სახელებს. ჩვეულებრივ, ეს სახელები ნეგატიური მნიშვნელობისაა და მათ იარლიყივით ეკვრის.

ალბათ, ყველა ადამიანს სმენია ამის შესახებ, ან თავადაც ჰქონია ასეთი მეტსახელები: ზარმაცი, უზრდელი, უსაქმური, უვიცი, უიღბლო, ბინძური – ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ზოგს კი, ალბათ უარესი, სასტიკი და გულსატკენი სახელებიც სმენია. მშობლები არც კი უფიქრდებიან იმას, რომ ასეთი სახელების შერქმევითა და ნეგატიური სიტყვების წარმოთქმით, საკუთარი შვილების ცხოვრებაში ნეგატიურ მომავალს წინასწარმეტყველებენ.

ბიბლია ამბობს, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ენის ძალაუფლებაშია (იგავ.18:22). ჩვენი ენა ისეთივე ფუნქციას ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორსაც ხომალდისთვის საჭე ანდა ცხენისთვის აღვირი. ის მიმარათულებას აძლევს ადამიანის ცხოვრებას (იაკ.3:3-4). ამიტომ მრავალი წლის შემდეგ ადამიანებს უკვირთ , საიდან იცოდნენ მათმა მშობლებმა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მართლა ასე მოხდებოდა. სინამდვილეში კი, ეს ნეგატიური რაღაცები იმიტომ მოხდა, რომ მშობლებმა, ანდა ვიღაც ძალაუფლების მქონემ წარმოთქვა ნეგატიური სიტყვები მათ ცხოვრებაზე.ზოგჯერ ადამიანები ამბობენ სიტყვებს ისე, რომ არ ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

თეოლოგები ამტკიცებენ, რომ სიტყვების 80%, რომელთაც ადამიანი ამბობს ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელია. გადის დრო და ადამიანებს უკვირთ, რატომ არის მათი და მათი შვილების ცხოვრებაში პრობლემები და ნგრევა.ეს ყველაფერი იმიტომ ხდება,რომ სიტყვა ჰგავს თესლს,როგორც იესომ თქვა იგავში მთესველზე (მარკ.4:14). მნიშვნელობა არა აქვს თუ რა სიტყვებია ეს: სიტყვები – სახარებიდან, თუ სიტყვები, რომლებსაც ყოფით ცხოვრებაში ვიყენებთ. ყველა სიტყვას აქვს ძალა და ძალაუფლება. ადამიანი თავისი სიტყვების მიხედვით ან გამართლდება ან განიკითხება (მათე 12:36,37). გადის დრო და დათესილი სიტყვა ნაყოფს იძლევა.

იესომ თქვა,რომ ის მოვიდა, რათა გვქონდეს სიცოცხლე და უხვად გვქონდეს (იოან10:10). ღმერთმა ჯანმრთელობა განუსაზღვრა თავის შვილებს, ხსნა მათ ოჯახებს, ბედნიერი ქორწინება, კეთილდღეობა,კურთხევა და წარმატება. უფლის დაცვა მათთანაა. მაგრამ ეშმაკი მის მიერ დაგეგმილ ბედისწერას აჩეჩებს, რომელიც ნეგატიურ სიტყვებს შეიცავს. არასწორი სიტყვის წარმოთქმით, ადამიანის ცხოვრებაში სატანა იჭრება სწორედ იმ სფეროში. ეშმაკი იმდენად შორს მიდის, რამდენადაც ადამიანი აძლევს ამის უფლებას. ის ამას აკეთებს ან თავისი სიტყვებით, ანდა – თავისი შიშებით, რაც ასევე წარმოადგენს რწმენას – ნეგატიურ რწმენას.

იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს, აუცილებელია უარი თქვას ყველა იარლიყზე და ნეგატიურ სიტყვებზე, რომლებიც თავად ან ვიღაც სხვამ წარმოთქვა მისი ცხოვრების მიმართ.

წყრო : ამონარიდი წიგნიდან „სულიერი განკურნება“, ვასილი ტოკარევი

მოამზადა: სოფო ხოხაშვილმა