სინათლე სიბნელეში – ექსტრემალური ღვთისმსახურება

„სკოლის ყველა მეგობარი დავკარგე. ახლა, როცა ისე ვცხოვრობ, როგორც ვლაპარაკობ, დამცინიან.“ რეიჩელის დღიური სავსეა ამბებით, რომლებშიც მისი იმედგაცრუებაა აღწერილი. ადამიანები, რომელთათვისაც  ქრისტეს სიყვარულის გაზიარება სურდა, ზურგს აქცევდნენ მას, მაგრამ რეიჩელი უკან არ იხევდა.

„არ ვაპირებ ბოდიში მოვიხადო ქრისტეს სახელის ხსენებისათვის. თუ სკოლის მეგობრები ჩემს საუკეთესო მეგობარ – იესოსთან ყოფნის გამო მტრებად გადამექცევიან, არა უშავს. ვიცოდი, რომ ქრისტიანად მოქცევა მტრების გაჩენას ნიშნავდა, მაგრამ არ მოველოდი, რომ ის მტრები ჩემი „მეგობრები” იქნებოდნენ.“

რეიჩელი კოლუმბიის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო მაშინ, როდესაც ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა სკოლაში. ერთმა თავდამსხმელმა, იარაღმომარჯვებულმა  ჰკითხა რეიჩელს, კიდევ თუ სწამდა ღმერთის, მან თვალებში შეხედა და უთხრა – რომ სწამდა. თავდამსხმელმა კვლავ დაუსვა კითხვა, თუ რატომ სწამდა – მაგრამ პასუხის გაცემა არც კი დააცადა, ისე გამოასალმა სიცოცხლეს.

რეიჩელ სკოტმა გამოცდა ჩააბარა. ეს სინათლე მისი სკოლის მიღმა, მთელ მსოფლიოს მოედო. გამოცდამდე დიდი ხნით ადრე, რეიჩელმა ქრისტესათვის ყველაფრის გაღების სურვილი გამოხატა. შემთხვევამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, რეიჩელი თავის დღიურში წერდა ამის შესახებ: „არ ვაპირებ დავმალო ღვთის მიერ მოცემული სინათლე. ყველაფრის გაწირვაც რომ დამჭირდეს, გავწირავ.“

რწმენა არის იესოსთან ჩვენი უხილავი პიროვნული ურთიერთობის გამოხატვა. ბიბლია ადამიანების რწმენაზე ლაპარაკობს, როგორც სინათლეზე. ეს რწმენის გადამდები თვისებაა და ვრცელდება მორწმუნის გარშემო მყოფ ადამიანებზეც. იესომ იმიტომ აირჩია სინათლის ილუსტრაცია, რომ შეუძლებელია სინათლის დაფარვა. სინათლეს ასეთი ბუნება აქვს, ის ანათებს და ვერაფერს მოგვცემს ჩვენი მცდელობა, თუ შევეცდებით მის დაფარვას. ანალოგიურად, დაძაბულობა იზრდება მორწმუნის ცხოვრებაში არჩევანის დადგომისას, ღიად გამოხატონ თავიანთი რწმენა თუ ზოგიერთ შემთხვევაში თავი შეიკავონ რწმენის გამოხატვისაგან. როგორც მზე ყოველდღე ანათებს ბუნებრივად, ასევე უნდა ანათებდეს ქრისტიანიც, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, იყოს მორწმუნე.

კომენტარები

საიტის კომენტარები: 0