შურისძიების ნაცვლად სიყვარული

104

ჯიმ ელიოტი და მისი ამხანაგები (პიტ ფლემინგი, როჯერ იოუდერიანი, ედ მაკკალი და ნეიტ საინტი) აღმოსავლეთ ეკვადორის ამაზონის ჯუნგლებში აუკას ტომის ინდიელებმა დახოცეს; მაგრამ, ამის მიუხედავად,მისი მეუღლე ელიზაბეტი და დანარჩენი ოთხის მეუღლე შურისძიებაზე კი არა, მკვლელების სიყვარულზე ფიქრობდნენ.

რეპორტიორმა, რომელიც მათი რეაქციის მოწმე გახდა, ასეთი რამ დაწერა: ქვრივებს სწამდათ, რომ მათი მეუღლეების სიკვდილი მრავალი ადამიანის მსგავსად გადატანილი უაზრო ტრაგედია არ იყო. შურისძიების არანაირ აზრს არ გაუვლია მათ გონებაში; პირიქით, მათ სიყვარულისა და გამოსყიდვის უწყების აუკას ტომის ინდიელებთან მიტანის გადაუდებელი საჭიროება იგრძნეს.

მოგვიანებით ელიზაბეტ ელიოტმა დაწერა: ეს მათთან სიტყვის მიტანის უფრო მეტ პიროვნულ სურვილს მაძლევს. ის ფაქტი, რომ იესო ქრისტე ყველასთვის მოკვდა, მაძლევს ყველას გადარჩენის ინტერესს, მაგრამ ფაქტი, რომ ჯიმს ასე უყვარდა აუკას ტომის ხალხი და მათთვის მოკვდა, უფრო აძლიერებს ჩემში მათდამი სიყვარულს.

ხუთი მისიონერის სიკვდილიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ელიზაბეტ ელიოტი და რეიჩელ საინტი აუკასების სოფელში საცხოვრებლად გადავიდნენ.

ისინი გახდნენ პირველი უცხოელები, ვისაც კი ოდესმე ამ საშიშ ხალხთან უცხოვრია.

ეს ქალები გახდნენ მათი მეგობრები და სახარების მაუწყებლები იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მეუღლეები დაუხოცეს.

იმ შემთხვევისა და მოგვიანებით მისიონერების შრომის შედეგად, ახალი აღთქმა ითარგმნა და ეკლესია დაარსდა იმ სოფელში.

ჩატვირთვა...