ადამიანთა სამი კატეგორია (იგავი)

113

მასწავლებელმა სამი თოჯინა აჩვენა მოსწავლეს და სთხოვა განსხვავებანი ეპოვა მათ შორის.

სამივე თოჯინა ერთნაირი ჩანდა ზომის, ფორმისა და მასალის მიხედვით.

დიდი დაკვირვების შემდეგ მოსწავლემ ნახვრეტები აღმოაჩინა თოჯინებში.

პირველ თოჯინას ყურებში ჰქონდა ნახვრეტები; მეორეს − ყურსა და პირში, მესამეს კი მხოლოდ ერთი ნახვრეტი ჰქონდა ცალ ყურში.

შემდეგ მოსწავლემ ნემსი გაუყარა პირველ თოჯინას ცალ ყურში.

ნემსი მეორე ყურიდან გამოვიდა.

მეორე თოჯინასაც ყურში გაუყარა ნემსი მოსწავლემ და ნემსი პირიდან გამოვიდა.

მესამე თოჯინას კი ცალ ყურში რომ გაუყარა ნემსი, ის გარეთ არ გამოსულა.

პირველი თოჯინა იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც, თითქოსდა, გისმენს, ზრუნავს შენზე, აღელვებს ყველაფერი, რაც ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ ის, უბრალოდ, თავს იკატუნებს და შემდეგ მეორე ყურიდან უშვებს გაგონილს. ამგვარად, ფრთხილად იყავი ამ ტიპის ადამიანებთან, რომელთაც სულ არ ადარდებთ შენი ცხოვრება.

მეორე თოჯინა კი ისეთ ადამიანს წააგავს, რომელიც გისმენს და გგონია, რომ გული შესტკივა შენზე, მაგრამ ასეთი ადამიანი შენ მიერ ნათქვამ სიტყვებს შენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს და სხვებს ეტყვის; იმას, რასაც საიდუმლოდ ეტყვი, სააშკარაოზე გამოიტანს.

მესამე თოჯინა კი ისეთი ადამიანია, რომელიც ნდობის ღირსია, რომელიც არასოდეს გაგთქვამს და მასზე დაყრდნობის არასოდეს შეგეშინდება.

ჩატვირთვა...