ამაოება და ბრძენკაცი (იგავი)

107

მოვიდა ამაოება ბრძენ კაცთან და ეუბნება:

– მოდი, ვიმეგობროთ და რასაც მეტყვი, შეგისრულებ!

– რას გამიკეთებ? − მიუგო ბრძენმა.

– მეცნიერების კანდიდატად გაქცევ!

– შემდეგ რა იქნება?

– მერე დოქტორად გაქცევ!

– შემდეგ?

– შემდეგ პროფესორად, აკადემიკოსად! ყველა შენზე ილაპარაკებს, დიდი ადამიანი გახდები…

– შემდეგ?

– შემდეგ მოხუცდები!

– შემდეგ? იცოცხლებს ჩემი სახელი სიკვდილიდან ათი წლის განმავლობაში, მაგრამ ასი წლის შემდეგ აღარავის გავახსენდები. ათასი, მილიონი წლის შემდეგ რაღას მომცემ?

შეხედა ამაოებამ ბრძენს, ღრმად ამოისუნთქა და წავიდა.

დასკვნა: ადამიანები უძღები შვილივით ვიქცევით. ზურგი ვაქციეთ უფალს, არ ვაღიარეთ იგი, არ გვინდა დავინახოთ დედამიწაზე უფლის მოსვლის მნიშვნელობა. უფალი კი ელოდება თითოეული ჩვენგანის არჩევანს: ვართ თუ არა მზად, რომ მუხლი მოვიყაროთ ჩვენი მხსნელის − იესოს წინაშე.

ჩატვირთვა...