ბედნიერების საიდუმლო – ებრაული იგავი

1 370

იყო და არა იყო რა, ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. მათ ბევრი ბავშვი ჰყავდათ, მაგრამ ფული ძალიან ცოტა ჰქონდათ. ღარიბი დედა ენერგიის ამოწურვამდე მუშაობდა – საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა, ყვიროდა და ცხოვრებას უჩიოდა.

ერთხელ, ენერგიაგამოცლილმა, რჩევისთვის რაბინს მიმართა: როგორ გავხდე კარგი დედა?
რაბინისგან დაფიქრებული გამოვიდა. მას შემდეგ თითქოსდა შეცვალეს. არა, ოჯახში ფული არ მომატებულა და ბავშვებიც უფრო დამჯერები არ გამხდარან. თუმცა ახლა დედა მათ აღარ ეჩხუბებოდა და მისი სახიდან ღიმილი არ ქრებოდა. კვირაში ერთხელ ბაზარში დადიოდა, სახლში დაბრუნებული კი მთელი საღამო ოთახში იკეტებოდა.

ბავშვებს ცნობისმოყვარეობა აწუხებდათ. ერთხელ აკრძალვა დაარღვიეს და დედის ოთახში შეიხედეს. ის მაგიდასთან იჯდა და… ტკბილ ფუნთუშებთან ერთად ჩაის სვამდა.

„დედა, რას აკეთებ? და ჩვენ?“ – აღშფოთებულნი აყვირდნენ ბავშვები.

„ჩუმად, ბავშვებო! მე თქვენ ბედნიერ დედას გიმზადებთ!“ – უპასუხა მან.

გახსოვდეთ, სხვებს რომ თავი მიუძღვნათ, რომ გასცეთ სითბო, სიყვარული და მზრუნველობა, პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ ამით სავსე. გიყვარდეთ საკუთარი თავი, გამოყავით დრო დასვენებისთვის და არასდროს დაგავიწყდეთ მარტივი ბიბლიური ჭეშმარიტება: „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი!“

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan