ბერი და ზეთისხილის ხე (იგავი)

107

ერთმა ბერმა დარგო ზეთისხილის ხე და ლოცვა დაიწყო: „ღმერთო, გამოუგზავნე ჩემს ხეს წვიმა“ და წვიმაც წამოვიდა.

ხე რომ კარგად მორწყო წვიმამ, ბერმა გააგრძელა ლოცვა: „ახლა კი, ღმერთო, გთხოვ, გამოანათოს მზემ, ჩემს ხეს ხომ სითბო სჭირდება.“

ღმერთმა ეს თხოვნაც შეუსრულა ბერს.

ხე იზრდებოდა.

ბერი აგრძელებდა მისთვის ლოცვას: „ღმერთო, გამოგვიგზავნე ცოტა ყინვა, რათა გაუმაგრდეს ჩემს ხეს ტოტები და ფესვები.“

ღმერთმა ეს თხოვნაც შეუსრულა და ყინვამ ხე გაახმო.

ბერი დადარდიანდა. მეორე ბერთან წავიდა, რათა ეს ისტორია ეამბნა მისთვის და მწუხარება გაეზიარებინა.

„მეც მაქვს ზეთისხილის ხე,“ − უპასუხა მეორე ბერმა და უჩვენა თავის ხე, რომელიც მშვენიერი იყო. „მაგრამ მე სხვა რამეს ვევედრებოდი ღმერთს. მე ვამბობდი, რომ ის იყო ამ ხის შემქმნელი და ისე მოქცეულიყო, როგორც თავად ჩათვლიდა სწორად. მე მხოლოდ ხეზე ზრუნვას ვთხოვდი უფალს და ის უკვე დიდი ხანია ამ თხოვნას მისრულებს.“

ჩატვირთვა...