ბერი და რისხვა

133

ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელსაც ხშირად ერეოდა რისხვა.

ამიტომ, იფიქრა: „ჯობს უდაბნოში წავიდე, იქ, სადაც აღარავინ გამაბრაზებს და დავისვენებ.“

წამოვიდა მონასტრიდან და განმარტოვდა უდაბნოში.

ერთხელ აავსო ჭურჭელი წყლით და დადგა მიწაზე.

ჭურჭელი უცებ გადაბრუნდა და წყალი დაიქცა. მეორედაც ასე მოხდა. მესამედაც.

ბერი გაბრაზდა, სტაცა ხელი დოქს, დაახეთქა მიწაზე და გატეხა. გონს რომ მოეგო, დაფიქრდა და მიხვდა, რომ მტერმა ისევ დასცინა.

მაშინ თქვა: „აჰა! მე მარტო ვარ, თუმცა აქაც რისხვამ მაინც მაჯობა. დავბრუნდები მონასტერში: როგორც ჩანს, ყველგან უნდა ებრძოლო შენს თავს. მოთმინება კი უფლის მადლია და შეწევნა.“

ბერი დაბრუნდა თავის მონასტერში.

ჩატვირთვა...