ბრძენი განდეგილი (იგავი)

91

ერთმა ბერმა ჩაიდინა სერიოზული შეცდომა და ამის გასარკვევად დაუძახეს ბრძენ განდეგილს.

მას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ბერებმა ისე დაჟინებით სთხოვეს, უარი ვერ თქვა.

გამგზავრებამდე აიღო სათლი და რამდენიმე ადგილას ძირი გაუხვრიტა. შემდეგ გაავსო ქვიშით და გაუდგა მონასტრისკენ მიმავალ გზას.

ხალხი დაინტერესდა მისი საქციელით და ჰკითხეს მიზეზი.

− მოვედი, რათა სხვა ადამიანი განვსაჯო, − თქვა განდეგილმა. − ჩემი ცოდვები კი თან მდევს, ისევე, როგორც ქვიშა სათლში, მაგრამ რადგანაც უკან არ ვიხედები და ვერ ვხედავ ჩემს ცოდვებს, მაშინ მაქვს უფლება, განვსაჯო სხვებიც.

ბერებმა მაშინვე გადაწყვიტეს, აღარ განეხილათ ბერის საქმე.

ჩატვირთვა...