ბრძენი სახედარი

151

ერთ გლეხს სახედარი ჩაუვარდა ჭაში. პატრონი ჩაფიქრდა: როგორ ამოეყვანა იქიდან თავისი სახედარი? შემდეგ კი იფიქრა: „ჩემი სახედარი ბებერია უკვე, დიდი დღე აღარ უწერია. მაინც ახალი, ახალგაზრდა სახედრის ყიდვას ვაპირებდი. ეს ჭაც თითქმის დამშრალია. დიდი ხანია მის ამოვსებას და ახალი ჭის ამოთხრას ვაპირებდი. რატომ უნდა გავაკეთო ორი საქმე ერთად? ვირსაც დავმარხავ და ძველ ჭასაც ამოვავსებ.“

გლეხმა მეზობლებს დაუძახა, რომ ჭის ამოვსებაში დახმარებოდნენ. მათაც ერთობლივად მოჰკიდეს ხელი ნიჩბებს და დაიწყეს ჭის ამოვსება. აღშფოთებულმა სახედარმა დაიყროყინა და უცებ, ყველას გასაკვირად, ჩაჩუმდა.

გლეხმა ქვემოთ ჩაიხედა და გაოცდა. სახედარი იმიტომ არ ყროყინებდა, რომ საქმით იყო დაკავებული: ის თავის ზურგზე დაყრილ მიწას იფერთხავდა და ფეხებით ტკეპნიდა სწრაფად. ამგვარად, ძალიან მალე სახედარი ზემოთ ამოვიდა და გადმოხტა.

თითოეულ ჩვენგანს ტალახი გვეცემა ცხოვრებაში. შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ სხვა გზაც ხომ არსებობს.

ჩატვირთვა...